ჩააბარეთ IELTS, რათა ცხადყოთ - თქვენ გაქვთ ინგლისური ენის სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისწავლოთ აშშ-ში. აშშ-ის 3,000-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროგრამა აღიარებს IELTS გამოცდის შედეგებს, როგორც ინგლისური ენის ცოდნის დასტურს.
ჩამოტვირთეთ ჩვენი უფასო სახელმძღვანელო ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლისა და მუშაობისათვის
აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების უმრავლესობა აღიარებს, რომ IELTS ობიექტურად აფასებს ინგლისური ენის გაგების, წერისა და მეტყველების თქვენეულ შესაძლებლობებს. IELTS გამოცდა:
- აღიარებულია აშშ-ის 25 წამყვანი უნივერსიტეტის მიერ
- აღიარებულია აივი ლიგის წევრი კოლეჯების მიერ
- გამოიყენება 50 წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის პროგრამებში, რომელთა მეშვეობით აღნიშნულ უნივერსიტეტებში დიდი რაოდენობით უცხოელი სტუდენტი სწავლობს
- IELTS-ის კარგი შედეგები დაგეხმარებათ, ისწავლოთ თქვენს სასურველ უნივერსიტეტში.
შეიტყვეთ, IELTS გამოცდის რა შედეგი გჭირდებათ.
ამერიკული უნივერსიტეტები IELTS-ის შესახებ:
"ვფიქრობ, IELTS საუკეთესო გამოცდაა, რადგან მას კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყენებს!“
- მირანდა ასებედო, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„TOEFL-ის IELTS-ით ჩანაცვლებამდე საკუთარ თავზე გამოვცადე IELTS და შემიძლია დავადასტურო, რომ ეს გამოცდა მაქსიმალური სიზუსტით აფასებს გამოსაცდელის შესაძლებლობებს.“
- ჯეიმს მინტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი
"IELTS 2002 წლიდან შემოვიღეთ და ვთვლით, რომ ეს ქმედითი გამოცდაა ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად. ჩვენ განსაკუთრებით მისი მეტყველების კომპონენტი მოგვწონს.“
- დინ სანტირი, მინესოტას უნივერსიტეტი
"IELTS-ის მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობა მას მიმზიდველ შესაძლებლობად ხდის. ჩვენ მოხარულნი ვართ, ჩვენთან სწავლის მსურველთა განაცხადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღოთ.“
- დენიელ ბენეტი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განყოფილების დირექტორი