გსურთ ისწავლოთ ევროპაში? IELTS დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.
იცოდით, რომ ევროპის მასშტაბით ათასობით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა სრულად ან ნაწილობრივ ინგლისურ ენაზე ისწავლება? ბევრი ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - მათ შორის არაერთი კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს, IELTS-ს მიიჩნევს, როგორც ინგლისურ ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
IELTS საერთაშორისოდ მიღებული სერტიფიკატია, რომელსაც მრავალი უნივერსიტეტი აღიარებს, მათ შორის ის უნივერსიტეტები, რომლებიც გთავაზობენ კურსებს ინგლისურ ენაზე. შესაბამისად, თუ თქვენს ქვეყანაში გსურთ სწავლის დაწყება, IELTS - ის სერტიფიკატი თქვენთვის აქტუალობას ინარჩუნებს.
ევროპის მასშტაბით დამსაქმებლები, პროფესიული დაწესებულებები და სამთავრობო უწყებები ასევე იღებენ IELTS-ს, როგორც დოკუმენტს, რომელიც ზუსტად ასახავს, თუ როგორ შეგიძლიათ გაგება, კითხვა, წერა და საუბარი ინგლისურ ენაზე.
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს ევროპის მასშტაბით.
გერმანიაში სწავლა
გერმანია ამაყობს მრავალი კულტურული ღონისძიებით, მიუნხენის ,,ოქტობერფესტიდან’’ და კიოლნის კარნავალიდან დაწყებული ბერლინის ისტორიული ადგილებით დასრულებული. აქ ნებისმიერი გემოვნების ადამიანი იპოვის რაიმეს.
თუ გერმანიაში სწავლას აირჩევთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი ცენტრალური მდებარეობით ევროპაში და უვიზოდ იმოგზაუროთ მთელ შენგენის ზონაში. გერმანია ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რადგან საჯარო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, მხოლოდ მცირე ადმინისტრაციული ან სემესტრის გადასახადები.
ბევრი გერმანული უნივერსიტეტი, განსაკუთრებით გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტები, ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკულ სწავლებაზე და თანამშრომლობენ ბიზნესთან, რათა სტუდენტებს შესთავაზონ რეალური სამუშაო გამოცდილება და სტაჟირება, რაც უზრუნველყოფს მათი კურსდამთავრებულების მომზადებას ბიზნეს სამყაროსთვის.
IELTS გერმანიის უნივერსიტეტებისთვის არის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სასურველი დოკუმენტი.
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს გერმანიაში.
საფრანგეთში სწავლა
სტუდენტის თვალით საფრანგეთის დანახვა დაგეხმარებათ, რომ განვითარდეთ მსოფლიოს მასშტაბით და დააფასოთ სხვა ქვეყნების კულტურა და ისტორია. საფრანგეთი, რომელიც ცნობილია თავისი კულტურით, სამზარეულოთი, ხელოვნებითა და ღამის ცხოვრებით, მიმზიდველი ადგილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
მას ასევე შესანიშნავი კავშირები აქვს მეზობელ ქვეყნებთან, რაც საშუალებას გაძლევთ, უკეთ შეისწავლოთ როგორც ევროპა, ასევე მის ფარგლეთ გარეთ არსებული სამყარო. რაც შეეხება განათლებას, საფრანგეთი 1600-ზე მეტი ინგლისურენოვანი კურსით გთავაზობთ მულტიკულტურულ და სოციალურ გამოცდილებას.
IELTS, როგორც პიროვნების ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის სანდო შემფასებელი, აღიარებულია წამყვანი ფრანგული უნივერსიტეტების, კერძო კოლეჯების და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე კერძო დამსაქმებლებისა და სამთავრობო უწყებების მიერ (მათ შორის ASEP-ის მიერ).
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს საფრანგეთში.
იტალიაში სწავლა
სტუდენტები, რომლებიც იტალიაში სწავლას აირჩევენ, ისიამოვნებენ უგემრიელესი კერძებით, კულტურით, ისტორიით, ასევე მეგობრული გარემოთი. ქვეყნის გარშემო მოგზაურობა მარტივი და შედარებით ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ იტალიის ულამაზესი სანაპირო ზოლი ან ისიამოვნოთ ისეთი დიდი ქალაქებით, როგორებიცაა რომი, მილანი, ნეაპოლი და ვენეცია მატარებლით ან ავტობუსით.
იტალია შესანიშნავი საერთაშორისო სასწავლო დანიშნულების ადგილია და ევროპის განათლების ცენტრად მიიჩნევა. ისეთი დიდ ქალაქებში არსებული უნივერსიტეტები, როგორიცაა რომი, ბოლონია, მილანი და ფლორენცია, გთავაზობთ კურსების ფართო არჩევანს ინგლისურ ენაზე. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ინგლისურ და იტალიურ ენოვანი ერთობლივი კურსები.
IELTS დაგეხმარებათ იტალიაში სწავლის ოცნების ასრულებაში.
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს იტალიაში.
ნიდერლანდებში სწავლა
იცით თუ არა, რომ ნიდერლანდები კვლავ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორისაა და ახლახან გამოქვეყნებულ 2023 წლის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში იგი მეხუთე ადგილს იკავებს?
მას ასევე აქვს შესანიშნავი კავშირები ევროპის სხვა ქვეყნებთან, რაც შესაძლებელს ხდის, რომ სწავლის დროს თავისუფლად იმოგზაუროთ. არჩევანის მრავალფეროვნება კი საშუალებას გაძლევთ, შაბათ-კვირა გაატაროთ ბერლინში, პარიზში ან ბრიუსელში.
ჰოლანდიურად არ საუბრობ? არ იდარდო! მოსახლეობის 95% საუბრობს ინგლისურად, რაც აადვილებს კომუნიკაციას. გარდა ამისა, ნიდერლანდების უნივერსიტეტებში უამრავი კურსი (2000-ზე მეტი) ინგლისურად ისწავლება.
ინგლისური ენის შესწავლის უამრავ შესაძლებლობებთან ერთად, ჰოლანდიელები კარგად არიან ცნობილი სწავლებისადმი მათი ინტერაქტიული და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს უვითარდებათ მთელი რიგი უნარები პრობლემის გადაჭრიდან დაწყებული შემოქმედებითი აზროვნებით დამთავრებული.
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს ნიდერლანდებში.
ესპანეთში სწავლა
ესპანეთი უნიკალური და მრავალფეროვანი ქვეყანაა პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კლიმატით.
ესპანელები საზოგადოებაზე ორიენტირებულები არიან. ცნობილია მათი მეგობრული და მიმღები დამოკიდებულება, რაც ამ ქვეყანას შესანიშნავ ადგილად აქცევს იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც მეორე სახლს ეძებენ.
ესპანეთის 76 უნივერსიტეტიდან 45 სახელმწიფოს მიერ იმართება. ესპანეთი მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს. მისი ინოვაციური და კომერციული მიდგომა სწავლებისადმი მას საზღვარგარეთ სწავლის პოპულარულ დანიშნულების ადგილად აქცევს, რომელიც ყოველწლიურად თითქმის 100,000 საერთაშორისო სტუდენტს იზიდავს.
ფიქრობთ ესპანეთში სწავლას? IELTS დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ასრულებაში.
გაიგეთ, თუ ვინ აღიარებს IELTS-ს ესპანეთში.