ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტი არის ჩვენი ღონისძიებებისა და აქტივობების პროგრამა 2019 წლის სექტემბერიდან დეკემბრამდე და რომელიც ეძღვნება ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას.
ჩვენი ამოცანები
ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტის მიზანია ახალი აუდიტორიის მოზიდვა, ჰორიზონტის გაფართოება და კულტურისა და იდეათა ნაკადის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა.
ჩვენს წინაშე დასახულია სამი ძირითადი ამოცანა:
- ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების საშუალებით საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს (18-35 წლამდე), განსაკუთრებით ქალებს, მივცეთ შესაძლებლობა შეიძინონ ახალი უნარები და გაიკვალონ გზა უკეთესი ცხოვრებისკენ.
- შევქმნათ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის უკეთესი შესაძლებლობები.
- ხელი შევუწყოთ შშმ ხელოვანთა ნამუშევრების ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ქცევას და ინკლუზიურობის წახალისებას ხელოვნების სექტორში.
რა მოხდება?
ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის გამოფენები, ფესტივალები, კინო-ჩვენებები, უნარების განვითარების ვორკშოპები, მასტერ კლასები, პანელ-დისკუსიები და ლექციები მუსიკის, კინოს და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ. ჩვენს აქტივობებში მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ჩართვის მიზნით ჩვენი აქტივობების კონტენტს შეძლებისდაგვარად გავაზიარებთ ონლაინ სივრცეში.
ჩვენ ვგეგმავთ დავით აღმაშენებლის ერთადერთი შემორჩენილი მონეტის გამოფენის ორგანიზებას ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით. გამოფენას კურირებას გაუწევენ ქართველი და ბრიტანელი კურატორები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. გამოფენის თარიღი დაზუსტდება 2019 წელს.