Learning Time with Timmy 2 app logo

თქვენს შვილს შეუძლია ითამაშოს სამი სახალისო თამაში ამ აპლიკაციის მეშვეობით, ისწავლოს ინგლისური სიტყვები და ფრაზები და ივარჯიშოს ფერებსა და რიცხვებზე.  თამაშები სპეციფიკურად მორგებულია ბავშვის კოგნიტიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ხელს უწყობს ენის ცოდნის გაღრმავებას. 

ეს აპლიკაცია შემუშავებულია 3-6 წლის ბავშვებისთვის. თუ ინგლისური თქვენი პირველი ენაა, აპლიკაცია წარმატებულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2 წლის ბავშვებისთვისაც. 

აპლიკაცია შემუშავდა ოსკარის ჯილდოს მფლობელ Aardman Animations კომპანიასთან თანამშრომლობით.

ეს სახალისო და ინტერაქტიული აპლიკაცია შეიცავს:

  • სახალისო თამაშებს, რომლებიც აუმჯობესებს ბავშვების მოსმენის უნარს, კოგნიტიურ და მოტორულ ჩვევებს და უვითარებს  მათ გადაწყვეტილების მიღების უნარს
  • თამაშებს, რომლებიც ბავშვებს უვითარებს ლექსიკას, თვალებსა და ხელებს შორის კოორდინაციას და კონცენტრაციას    
  • სტიკერებს და ვიდეოჯილდოებს, რაც სტიმულს აძლევს ბავშვებს, აქტიურად ჩაერთონ აპლიკაციაში მოცემულ დავალებებში
  • ინტუიტიურ დიზაინს, რომელიც შემუშავებულია მშობლებისა და ბავშვების უკუკავშირის საფუძველზე 
  • აპლიკაცია არ შეიცავს კომერციულ შემოთავაზებებს და რეკლამას.  

საფასური: 2.29 ფუნტი სტერლინგი