DepicT! - 90 წამიანი ფილმების კონკურსი უკვე საქართველოში.

ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით სათავე დაედო თანამშრომლობას ბრისტოლის Encounters კინოფესტივალსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის.  მათ ერთობლივად გაუწიეს ორგანიზება  DepicT!-ს  90-წამიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც გახდა ბრიტანულეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტების ნაწილი. DepicT! კონკურსის შორტლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, რომლებიც მეტწილად შესაძლოა იყვნენ თავიანთი კარიერის ადრეულ ეტაპზე, შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი ნაშრომები ეჩვენებიათ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსა და Encounters კინოფესტივალზე.

ეს კონკურსი დამწყებ რეჟისორებს გზას უხსნის ისეთი პრესტიჟული ჯილდოებისკენ, როგორებიცაა: The Oscars®, BAFTA, ევროპული კინო ჯილდო და Cartoon d'Or. ფესტივალი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ დამწყებმა რეჟისორებმა ფართო აუდიტორიას  გააცნონ თავიანთი ნამუშევრები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 4 დეკემბერს გაიმართა კინოთეატრ ამირანში. 

See also

გარე ბმულები