British Council Advantage

თუ თქვენი სკოლა/დაწესებულება არეგისტრირებს კანდიდატებს კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებზე ბრიტანეთის საბჭო საქართველოს საგამოცდო ცენტრში, შეგიძლიათ ონლაინ განაცხადი გააკეთოთ, გახდეთ Advantage პროგრამის წევრი და ისარგებლოთ წევრობის უპირატესობებით.

დარეგისტრირდით

ექსპერტის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული შედეგები 

აღმოაჩინეთ შესაძლებლობების სამყარო ბრიტანეთის საბჭოს სანდო ლოიალობის პროგრამით Advantage. კემბრიჯის ინგლისურთან თანამშრომლობით, Advantage ბონუს პროგრამა, აერთიანებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც დაარეგისტრირებენ კანდიდატებს კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებზე ჩვენს ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრების ქსელში.

როგორ დავარეგისტრირო კანდიდატები ბრიტანეთის საბჭოში და გავხდე Advantage პროგრამის წევრი?

კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებზე კანდიდატების დარეგისტრირება და Advantage ბონუს პროგრამაში გაწევრიანება ადვილია. ჩვენ დაგეხმარებით სტუდენტების რეგისტრაციაში და ვიზრუნებთ გამოცდის ადმინისტრირებაზე.

განაცხადის გაკეთების შემდეგ, გამოცდების გუნდი დაგიკავშირდებათ თქვენი წევრობის დასადასტურებლად. Advantage პროგრამაში გაწევრიანება უფასოა და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეავსოთ განაცხადი.

გაწევრიანებისთანავე გექნებათ წვდომა წევრობის უპირატესობებზე, მათ შორის Advantage წევრის ლოგოზე, რომლის გამოყენებას შეძლებთ თქვენი მარკეტინგული მასალებისთვის. ასევე რეგულარულად გამოგიგზავნით ინფორმაციას ჩვენი საგამოცდო სერვისებისა და Advantage პროგრამის წევრებისთვის ექსკლუზიური უპირატესობების შესახებ.

რატომ შემოვუერთდეთ Advantage პროგრამას?

Advantage გთავაზობთ საექსპერტო მხარდაჭერას, რომელიც ეხმარება წევრებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ინგლისური ენის საგამოცდო პროცესში.  ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს წევრებს უპირატესობების გაუმჯობესებას, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ წევრობის დონის ამაღლება Advantage Standard-დან Premium Plus დონემდე, ყოველწლიურად დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობის გაზრდით და ჩვენთან პარტნიორობით.

შემოუერთდით Advantage პროგრამას დღეს და დაიწყეთ თქვენი წევრობის უპირატესობებით სარგებლობა.  

  • მოქნილი საგამოცდო სერვისები და პირადი ანგარიშის მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ვიზრუნებთ გამოცდების ორგანიზებაზე.
  • ექსკლუზიური ფინანსური წახალისება და მარკეტინგული მასალები. გაზარდეთ რეგისტრაციების რაოდენობა, აიმაღლეთ წევრობის დონე და მიიღეთ მზარდი სარგებელი ჩვენთან პარტნიორობით.
  • გაძლიერებული სწავლების გამოცდილება. ისარგებლეთ ექსკლუზიური რესურსებითა და მხარდაჭერით თქვენს ორგანიზაციაში სწავლისა და სწავლების გასაუმჯობესებლად.

რატომ Advantage? რადგან ეს ყველაფერი უკეთეს შედეგს იძლევა.

ვის უჭერს მხარს Advantage?

Advantage ხელმისაწვდომია სკოლებისთვის, ენის ცენტრებისთვის და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის, რომლებიც დაარეგისტრირებენ კანდიდატებს კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდებზე ბრიტანეთის საბჭოს ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრში. Advantage წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ საექსპერტო საგანმანათლებლო მხარდაჭერაზით, რათა დაეხმარონ სტუდენტებს ჩააბარონ საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის გამოცდები, რომლებიც შემუშავებულია კემბრიჯის ინგლისურის მიერ. 

Advantage ეხმარება ათასობით წევრს 50-ზე მეტ ქვეყანაში დაუკავშირდნენ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. მასწავლებლებსა და ლიდერებს შეუძლიათ წვდომა მიიღონ სხვადასხვა შესაძლებლობებზე მთელი თავიანთი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში და მოსწავლეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მდიდარ და მრავალფეროვან საერთაშორისო კულტურულ გაცვლებში. Advantage ასევე მხარს უჭერს მშობლებსა და მზრუნველებს, რომლებსაც სურთ დაეხმარონ შვილებს ინგლისური ენის შესწავლაში და გამოცდებისთვის მომზადებაში.

შეგიძლიათ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს თქვენი წევრობა სკოლებს, მასწავლებლებს და ლიდერებს, სტუდენტებსა და ოჯახებს ჩვენი Advantage გლობალური შეთავაზების მეშვეობით. საქართველოში ჩვენ ასევე შევიტანეთ რამდენიმე დამატებითი უპირატესობა უფრო მეტი მხარდაჭერისათვის.

  • Advantage ლოგოს გამოყენების უფლება წევრი ორგანიზაციების ვებ გვერდზე და სარეკლამო მასალაზე წვდომა
  • ფასდაკლება და უფასო გამოცდები, რომლებსაც ადმინისტრირებას უწევს ბრიტანეთის საბჭო
  • სარეკლამო მასალები თქვენი სკოლისთვის
  • წინასაგამოცდო ტესტები წევრი ორგანიზაციის სივრცეში ექსპერტების უკუკავშირით
  • თქვენი სკოლის სივრცეში ორგანიზებული დახურული სესიები (სივრცე უნდა შეესაბამებოდეს ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის ინგლისურის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს)

და უფრო მეტი...

რას გულისხმობს Advantage წევრობა?

რაც უფრო მეტ კანდიდატს დაარეგისტრირებთ, მით მეტია სარგებელი. ჩვენ გთავაზობთ წევრობის ოთხ დონეს:

  • Advantage Starter: 0 – 5 კანდიდატი
  • Advantage Standard: 6 – 50 კანდიდატი
  • Advantage Premium: 51 – 100 კანდიდატი
  • Advantage Premium Plus: 101 და მეტი კანდიდატი

თქვენი წევრობის დონე დამოკიდებული იქნება ჩვენთან წინა სასწავლო წელს დარეგისტრირებული კანდიდატების საერთო რაოდენობაზე სექტემბრიდან აგვისტომდე პერიოდში. ჩვენ ყოველწლიურად შევაფასებთ და განვაახლებთ თქვენი წევრობის დონეს.

ახალ სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც გაწევრიანდებიან Advantage პროგრამაში, შევთავაზებთ წევრობის დონეს იმ რეგისტრაციების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც ისინი პირველად გააკეთებენ. ჩვენ ასევე ვიწვევთ მათ, ვინც იწყებს კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდების შეთავაზებას კანდიდატებისათვის, შემოუერთდეს Advantage Starter წევრობას. Advantage Starter ბონუს პროგრამის მიზანია მოგაწოდოთ მონახაზი და მარკეტინგული ინსტრუმენტები ჩვენი თანამშრომლობის დასაწყებად.

გაეცანით Advantage პროგრამის წესებს და პირობებს და გაიგეთ როგორ მუშაობს ის. 

წევრობის დონეებისა და უპირატესობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ketevan.danelia@ge.britishcouncil.org ან შეავსეთ ონლაინ განაცხადი.

კანდიდატების რეგისტრაციისა და Advantage წევრობის შესახებ

ჩვენი მხარდაჭერა მასწავლებლებს და ლიდერებს, სტუდენტებს და ოჯახებს Advantage პროგრამის ფარგლებში