გამოცდები - კემბრიჯის გამოცდის რეგისტრაცია

როგორ დავრეგისტრირდეთ კემბრიჯის ინგლისურის გამოცდებზე

რეგისტრაციის დასასრულებლად მიყევით შემდეგ სამ საფეხურს:

1 ეტაპი: დარეგისტრირდით ონლაინ

  • კემბრიჯის ყველა გამოცდაზე დასარეგისტრირებლად (TKT გამოცდის გარდა) აირჩიეთ სასურველი გამოცდა, ადგილმდებარეობა და თარიღი.
  • სასურველ გამოცადზე დასარეგისტრირებლად შეიყვანეთ თქვენი პირადი მონაცემები.
  • შენიშვნა: რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ ან/და ადგილების შევსების შემთხვევაში გამოცდების შესახებ ინფორმაცია არ გამოჩნდება. იხილეთ ინფორმაცია კემბრიჯის მომდევნო საგამოცდო სესიის თარიღების და რეგისტრაციის პერიოდის შესახებ.

TKT გამოცდაზე სარეგისტრაციოდ: ჩამოტვირთეთ და შეავსეთ ამ გვერდის ბოლოს მოცემული სააპლიკაციო ფორმა.

ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს რეგისტრაცია კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე. გთხოვთ რეგისტრაციის დაწყების თარიღი შეამოწმოთ მოგვიანებით.

2 ეტაპი: გადაიხადეთ გამოცდის საფასური

გამოცდის საფასურის გადახდა შეგიძლიათ ონლაინ, სარეგისტრაციო სისტემიდან ან საბანკო გადარიცხვით.

თუ გამოცდის საფასურს საბანკო გადარიცხვით იხდით იხილეთ საბანკო დეტალები:

საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის სახელი: ბრიტანეთის საბჭო საქართველში, ანგარიშის ნომერი:  GE42BG0000000300313800.

თანხის გადახდა შეგიძლიათ:

  •          ინტერნეტ ბანკინგის გამოყენებით
  •          გადახდის აპარატების მეშვეობით
  •          საბანკო გადარიცხვა ზემოთ მითითებულ ბრიტანეთის საბჭოს საბანკო ანგარიშზე

 

ბანკის ქვითრის შესაბამის გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ Reference Number და კანდიდატის სახელი და გვარი.

Reference Number გახლავთ 16 ციფრიანი ნომერი, რომელსაც წინ უძღვის R სიმბოლო.

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ თქვენი Reference Number, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი აპლიკაცია გაუქმდეს ან რეგისტრაცია სხვა თარიღზე გადავიდეს. 

ბრიტანეთის საბჭოს არ შეუძლია მიიღოს გადახდები ბანკებიდან (ან სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან), რომლებიც სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს ან სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის საბჭო აღმოაჩენს გადახდას, რომელიც განხორციელებულია სანქცირებული ბანკიდან და/ან სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტიდან, მიმდინარე გადახდა გაიყინება და ვერ მოხდება იმ სერვისის მიწოდება, რომლისთვისაც განხორციელდა გადახდა. შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ, რომ არ განახორციელებთ გადახდებს სანქცირებული ბანკის ან/და სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშიდან.

3 ეტაპი: გამოგვიგზავნეთ თქვენი დასტური

შევსებული ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა (ფორმას შევსებისთანავე მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე) და გადახდილი თანხის ქვითარი (გამოცდის საფასურის საბანკო გადარიცხვით გადახდისშემთხვევაში) გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: exams@ge.britishcouncil.org ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.

TKT გამოცდის შემთხვევაში:

შევსებული სააპლიკაციო ფორმა და გადახდილი თანხის ქვითარი მოგვაწოდეთ პირადად ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:

ბრიტანეთის საბჭო
რუსთაველის გამზირი 34 
თბილისი 0108,  საქართველო
ელ - ფოსტა: exams@ge.britishcouncil.org  

შენიშვნა: თუ არ გაქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გთხოვთ ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ამ გვერდის ბოლოს მოცემული კემბრიჯის გამოცდების ID ფორმა (შევსების ინსტრუქცია ფორმაშივეა მოცემული) და ინსტრუქციების შესაბამისად გამოგვიგზავნოთ რეგისტრაციის პერიოდში დანარჩენ სარეგისტრაციო ფორმებთან ერთად.

დოკუმენტი სადაც მოცემული იქნება გამოცდის განრიგი ხელმისაწვდომი იქნება გამოცდის თარიღამდე 10 დღით ადრე ინდივიდუალური კანდიდატისთვის. ბრიტანეთის საბჭოსთან დაკავშირება და საგამოცდო განრიგის წაღება არის კანდიდატის პასუხისმგებლობა. 

ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებისათვის

კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს საჭირო საგამოცდო პირობების შექმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებისათვის კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველა არა კომპიუტერულ გამოცდაზე. შეიტყვეთ მეტი.