გამოცდები - Cambridge გადახდები და თანხის დაბრუნება

თანხის დაბრუნება

თუ კანდიდატი განაცხადებს, რომ ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ გამოცხადდება გამოცდაზე, მას დაუბრუნდება გადახდილი თანხა 25% ოდენობის დაქვითვით ადმინისტრაციული ხარჯებისთვის. ბრიტანეთის საბჭოს გამოცდების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე უნდა გაეგზავნოს წერილობითი თხოვნა, ექიმის მიერ გაცემული ჯანრთელობის ცნობის თანხლებით, რომელშიც განმარტებული იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზები, რომელთა გამოც კანდიდატი იძულებული გახდა, განეცხადებინა უარი გამოცდაზე  და რომლებიც შეუძლებელს ხდიდა საგამოცდო ცენტრში მის მოსვლას. ეს დოკუმენტები საგამოცდო სამსახურს უნდა გადაეცეს გამოცდის დღიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში. 

თანხა არ დაბრუნდება ნებისმიერი სხვა მიზეზით (მაგალითად, სხვა სასწავლებელში გამოცდის თარიღის დამთხვევის გამო). 

გამოცდის თარიღის შეცვლა

დაგეგმილი გამოცდის თარიღის სამომავლოდ გადატანა ან გამოცდის დონის შეცვლა  არ შეიძლება.

სხვა ცვლილებები 

გამოცდის წერითი და მოსმენის ნაწილების თარიღები და ადგილმდებარეობა არ შეიცვლება. 

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.