ამ ნაწილში მოცემულია რჩევები და მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ გამოცდის წერით და მოსმენის ნაწილებში
როგორ უნდა მოვიქცეთ წერითი გამოცდის დროს
გამოცდის დაწყებამდე
- თან იქონიეთ თქვენი სათანადო ფოტოსურათი (არ ეხება მოზარდთა ინგლისურის გამოცდებს), გამოცდისთვის აუცილებელი საკანცელარიო ნივთები გადმოგეცემათ წინასაგამოცდო რეგისტრაციის გავლისას.
- გამოცხადდით გამოცდის ადგილზე სულ მცირე 15 წუთით ადრე რეგისტრაციის დაწყებამდე.
- დააკვირდით გამოცდის აღმნიშვნელ მაჩვენებლებს და იპოვეთ თქვენი საგამოცდო აუდიტორია. კოორდინატორი გაცნობებთ, თუ როდის უნდა შეხვიდეთ აუდიტორიაში.
- თან იქონიეთ პირადი სარეგისტრაციო ფურცელი. დაიხსომეთ თქვენი ინდივიდუალური ნომერი. თქვენ შეხვალთ კონკრეტულ საგამოცდო აუდიტორიაში და მოთავსდებით კონკრეტულ მაგიდასთან თქვენი ინდივიდუალური ნომრის შესაბამისად.
- მოათავსეთ მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები (წიგნები, ჩანთები და სხვ., რომელთა შეტანა საგამოცდო აუდიტორიაში არ შეიძლება) კოორდინატორის მიერ მითითებულ ადგილზე.
გამოცდის მიმდინარეობისას
აუდიტორიაში შესვლისას:
- შეგიძლიათ საგამოცდო აუდიტორიაში შეიტანოთ წყლის ბოთლი, მაგრამ მოათავსეთ იგი იატაკზე თქვენი მაგიდის გვერდით, ინციდენტებისგან თავის არიდების მიზნით.
- საგამოცდო აუდოტორიაში თქვენი ადგილის დაკავების შემდგომ კოორდინატორი შეამოწმებს თქვენს პასპორტს / ID ბარათს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად მითითებული კანდიდატი ხართ.
- კოორდინატორი დაარიგებს საგამოცდო კითხვების შემცველ ფურცლებს (ზოგ შემთხვევაში, დამატებით, პასუხების ფურცლებს და / ან სუფთა ფურცლებს).
- თუ კითხვების ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი არასწორადაა მითითებული, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ კოორდინატორს.
- კოორდინატორი მოგცემთ კონკრეტულ ახსნა-განმარტებებს თითოეული დავალების შესახებ. მოუსმინეთ ინფორმაციას და დასვით კითხვები, რომლებიც გაგიჩნდათ გამოცდის პროცედურასთან დაკავშირებით.
- უსაფრთხოების გაზრდილი ზომების გათვალისწინებით, ბრიტანეთის საბჭოს პერსონალი გამოცდის დღეს გადაგიღებთ ფოტოსურათს (არ ეხება მოზარდთა გამოცდებს და მასწავლებლების საკვალიფიკაციო ტესტებს).
გამოცდა იწყება:
- წაიკითხეთ კითხვების ფურცლის (და დამატებით, პასუხების ფურცლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირველ გვერდზე მოცემული ინსტრუქციები.
- არ დაიწყოთ საგამოცდო ფურცლების შესწავლა მანამ, სანამ კოორდინატორი არ მოგცემთ შესაბამის ინსტრუქციას.
- კოორდინატორი გაცნობებთ თითოეულ დავალებაზე სამუშაოდ გამოყოფილი დროის შესახებ. შეეცადეთ, ყველა დავალება შესაბამის დროში შეასრულოთ, რადგან პასუხების გადასატანად დამატებითი დრო არ მოგეცემათ.
- კოორდინატორი გაცნობებთ, რა გჭირდებათ - კალამი თუ ფანქარი თითოეული დავალების შესასრულებლად.
- წერა: ჩაწერეთ პასუხები კითხვების ფურცელში მითითებულ ნაცრისფერ რიგებში. გამოიყენეთ ცარიელი ფურცლები სამუშაოდ.
- მოსმენა: ტესტი დაყოფილია ნაწილებად; კომპაქტდისკზე სრული ტესტი ჩაწერილია შესაბამისი პაუზებითა და ინსტრუქციებით კანდიდატებისთვის. თითოეულ ნაწილს მოისმენთ ორჯერ. პასუხების გადასატანად მოგეცემათ შესაბამისი დრო და კომპაქტდისკის მეშვეობით გეცნობებათ ტესტის დასრულების შესახებ.
- ტესტის მიმდინარეობისას დაუშვებელია საუბარი, გადაწერა, პირადი ნივთების (მაგ., მობილური ტელეფონი) საგამოცდო აუდიტორიაში შეტანა და გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კოორდინატორმა შეიძლება მოგხსნათ გამოცდიდან.
- ტუალეტში გასვლისას კოორდინატორი მიგაცილებთ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
- გთხოვთ, უჩვენეთ კოორდინატორს ხელის აწევით, რომ ტუალეტში გასვლა გსურთ. ტუალეტში გასვლის გამო დამატებითი დრო არ მოგეცემათ.
- კოორდინატორი შეგატყობინებთ წერითი გამოცდის დარჩენილი ბოლო 10 და 15 წუთის შესახებ.
გამოცდის დასრულებისას:
- ტესტის დასრულებისას გეცნობებათ, რომ კალმები / ფანქრები გვერდზე უნდა გადადოთ.
- კოორდინატორი შეაგროვებს კითხვების ფურცლებს, პასუხებსა და ცარიელ ფურცლებს მანამ, სანამ აუდიტორიიდან გახვალთ. ამ პროცესის განმავლობაში რჩებით თქვენს მაგიდასთან.
გამოცდის დასრულების შემდეგ
- აუდიტორიიდან გასვლამდე, დარწმუნდით, რომ თან მიგაქვთ პირადი ნივთები.
- შეინახეთ თქვენი პირადი სარეგისტრაციო ფურცელი, რომელშიც მოცემული ინდივიდუალური კოდები დაგჭირდებათ გამოცდის შედეგების სანახავად.
ინფორმირება ინციდენტების შესახებ
- იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის მიმდინარეობისას რაიმე ხელს შეგიშლით (თავს შეუძლოდ გრძნობთ, ხმაური ხელს გიშლით მოსმენის ნაწილში), დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ კოორდინატორს.
როგორ უნდა მოვიქცეთ ზეპირი გამოცდის დროს
- თან იქონიეთ თქვენი სათანადო ფოტოსურათი.
- გამოცხადდით გამოცდის ადგილზე სულ მცირე 15 წუთით ადრე.
- დააკვირდით გამოცდის აღმნიშვნელ მაჩვენებლებს და იპოვეთ მეტყველების ტესტის აუდიტორია.
- კოორდინატორი შეამოწმებს თქვენს იდენტობას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს მიხედვით. ამის შემდეგ თქვენ რჩებით თქვენთვის განსაზღვრულ ადგილზე ტესტის დასრულებამდე.
- მანამ, სანამ ელოდებით თქვენს რიგს, გთხოვთ, არ იხმაუროთ, რათა ხელი არ შეუშალოთ სხვა კანდიდატების გამოცდას.
- საგამოცდო დოკუმენტებზე დატანილ თქვენს სახელსა და გვარში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინეთ ამის შესახებ კოორდინატორს, რომელიც გააკეთებს ჩანაწერს შესაბამისი შესწორების შეტანის მიზნით.
- გამორთეთ მობილური ტელეფონი (და სხვა ელექტრონული მოწყობილობები). მოათავსეთ პირადი ნივთები კოორდინატორის მიერ მითითებულ ადგილზე.
- ზეპირი ტესტი წყვილების ფორმატში ტარდება. გამოცდის კოორდინატორი შეგატყობინებთ, თუ რომელ კანდიდატთან დაწყვილდებით ტესტის გასავლელად.
- კანდიდატ(ებ)ის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხდება წყვილების გადაჯგუფება, დაყოვნების თავიდან ასაცილებლად.
- ტესტის დაწყებამდე მოგეცემათ პირადი ნიშნების ფურცელი; არ გადაკეცოთ და არ გამოიყენოთ იგი საწერად. ოთახიდან გასვლისას ფურცელი გამომცდელს უნდა ჩააბაროთ.
- კენტი რაოდენობის კანდიდატების შემთხვევაში ბოლო ჯგუფი დაკომპლექტდება სამი კანდიდატისგან. მხოლოდ ერთი კანდიდატისთვის ტესტი არ ჩატარდება.
გამოცდის დღის ფოტო
გამოცდის დღეს ფოტოსურათის გადაღება სავალდებულოა კემბრიჯის ყველა გამოცდისთვის, გარდა YLE, KET for Schools, PET for Schools, FCE for Schools და TKT გამოცდებისა. ფოტოები შეიძლება გადაღებულ იქნას წერითი ან ზეპირი ტესტის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელია დაგეგმილი პირველად.
ყველა კანდიდატმა ამ მშობელმა/თანმხლებმა პირმა უნდა შეავსოს თანხმობის ფორმა რომელიც ერთვის შესაბამის აპლიკაციას.