კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს საჭირო საგამოცდო პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებისათვის კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველა არა კომპიუტერულ გამოცდაზე. დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.
ქვემოთ იხილეთ რა ტიპის დამატებითი მომსახურეობის გამოცდილება გვაქვს წინა საგამოცდო სესიებიდან:
- ტესტები ბრაილის შრიფტით
- დამატებითი დრო დისლექსიის, დისგრაფიის და დისორთოგრაფიის მქონე პირებისთვის
- დამატებითი ტექნიკური საშუალებები (მაგ., ყურთსასმენები, კომპიუტერი და სხვა)
- ადაპტირებული ტესტი სმენის ნაწილისათვის
დამატებითი პირობების უზრუნველსაყოფად საჭიროა მოგვმართოთ ტესტის თარიღამდე 3 თვით ადრე და წარმოადგინოთ სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია.