რესურსები მასწავლებლებისთვის

ჩვენ საუკეთესო საბაზისო საწყისს წარმოვადგენთ თქვენთვის. ბრიტანეთის საბჭოს ინგლისურის შესასწავლად ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიმართავენ და სწავლობენ ენას როგორც ჩვენს სასწავლო ცენტრებში, ასევე  მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის განკუთვნილი უფასო ონლაინრესურსების მეშვეობით. ჩვენ შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გაგიუმჯობესებთ უნარ-ჩვევებს ინგლისურად  კომუნიკაციის ეფექტურად დასამყარებლად. ინგლისურის სწავლების 70 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ბრიტანეთის საბჭო მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.  

ჩვენს ვებგვერდებზე მოცემულია სასწავლო მასალები, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდებს და ბავშვებს, აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში; ამავდროულად, ეს მასალები მნიშვნელოვანი დამხმარე წყაროა მასწავლებლებისთვის. 

LearnEnglish Online

 

LearnEnglish ონლაინ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისურის სასწავლო უფასო ონლაინ რესურსია. აქ თქვენ იპოვით თამაშებს, ამბებს, მოსმენის აქტივობებსა და გრამატიკულ სავარჯიშოებს, რაც ინგლისურის უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ. 

  • მასალების მოსმენისა და ნახვის ნაწილში ბევრ ახალ, თქვენთვის საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ; ბიზნესისა და სამუშაოს ნაწილში გაეცნობით მასალებს, რომლებიც პროფესიული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ ინგლისურის გაუმჯობესების შედეგად. ასევე, ჩვენ გვაქვს გრამატიკის ახალი ნაწილი და  IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი ახალი პრაქტიკული სავარჯიშოები. 
  • თუ სპეციალურად მოზარდებისთვის განკუთვნილი მასალების პოვნა გსურთ, შეგიძლიათ ეწვიოთ LearnEnglish Kids და LearnEnglish Teens გვერდებს.
  • გახდით ონლაინ რესურსის წევრი, რაც საშუალებას მოგცემთ, სხვებს გაუზიაროთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ ონლაინ დახმარება ინგლისურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 
  • არ დაგავიწყდეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა  

ეწვიეთ LearnEnglish ონლაინს.

 

TeachingEnglish website

TeachingEnglish ძირითადი სახელმძღვანელო მასალაა მასწავლებლებისთვის, ტრენერებისა და ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში მომუშავე პირთათვის.  

საიტზე ჩამოტვირთვების ნაწილში ნახავთ აუდიტორიაში სამუშაო მასალებს, რომლებიც შეიცავს როგორც მოკლე აქტივობებს, ასევე გაკვეთილების სრულყოფილ გეგმებს, განკუთვნილს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. საიტზე ასევე ატვირთულია ენის სწავლების ასპექტების მიმოხილვითი საგაზეთო სტატიები, მასწავლებელთა განვითარებაზე ორიენტირებული და სხვა ტრენინგმასალები. 

არ დაგავიწყდეთ TeachingEnglish საიტზე რეგისტრირება, თუ გსურთ კომუნიკაცია დაამყაროთ სხვა მომხმარებლებთან, დაამატოთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები და ჩამოტვირთოთ გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალები. როგორც წევრს, თქვენ უფლება გექნებათ: 

  • შექმნათ საკუთარი პროფილი და შეუერთდეთ საერთაშორისო ონლაინ მომხმარებელთა რიგებს 
  • გაუგზავნოთ კითხვები ჩვენს მოწვეულ სტუმრებს, მასწავლებლებსა და სხვა მომხმარებლებს 
  • უფასოდ ჩამოტვირთოთ მასწავლებელთა ტრენინგმასალები 
  • სხვებზე ადრე გქონდეთ ხელმისაწვდომობა ახალ მასალებთან. 

ეწვიეთ TeachingEnglish ვებსაიტს. 

LearnEnglish Mobile

ბრიტანეთის საბჭომ შეიმუშავა მობილური აპლიკაციები, რომლებიც გამიზნულია მოსწავლეთა ინგლისურის გაუმჯობესებისკენ. აპლიკაციების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ: 

ნახოთ და მოუსმინოთ დიალოგებს ყოველდღიურ ყოფით სიტუაციებში, რაც გაგიმახვილებთ ყოველდღიური მოსმენის უნარებს  

ჩაიწეროთ და შეისწავლოთ ახალი სიტყვები ფლეშბარათზე განთავსებულ ელექტრონულ ლექსიკონში შეტანით  

ივარჯიშოთ გრამატიკაში ინტერაქტიული გრამატიკის სავარჯიშოებით 

ივარჯიშოთ მეგობრებთან ერთად სიტყვებზე აგებული თამაშებით 

დაეხმაროთ ბავშვებს ფონეტიკური ბგერების გამოცემაში და უყუროთ საბავშვო ამბებს ტაბლეტმოწყობილობაზე. 

ბრიტანეთის საბჭოს აპლიკაციები სასარგებლოა ინგლისურის ცოდნის  ნებისმიერი დონისა და ასაკის მსმენელთათთვის, მოზარდების ჩათვლით. შეიტყვეთ მეტი ჩვენი აპლიკაციების შესახებ, რომლებიც ხელისაწვდომია ონლაინ მაღაზიებში iTunes Store, Google Play, BlackBerry App World და  Windows Store; ან  app store-ში მოძებნეთ „ბრიტანეთის საბჭო“ და შესაბამისი აპლიკაციები.