შემუშავდა რა შვიდიდან თორმეტ წლამდე მოზარდთა ინგლისური ენის უნარ-ჩევევების შესაფასებლად - კემბრიჯის ინგლისური: მოზარდთა გამოცდები - ტარდება სამ შეფასებით დონეზე (Starters, Movers და Flyers), რაც სტიმულს აძლევს ბავშვებს, იმუშავონ მეტი, მიღწეული პროგრესის შეფასების საფუძველზე.
მოზარდები
კემბრიჯის ინგლისური: Starters
კემბრიჯის ინგლისური: Starters 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი „კემბრიჯის ინგლისური: მოზარდთა გამოცდების“ სამი შეფასებითი დონიდან პირველია. გამოცდა სტიმულს მისცემს თქვენს შვილს, ადრეული ასაკიდან ისწავლოს ინგლისური და დადებითად განეწყოს ენის გამოცდებისადმი.
კვალიფიკაციის დონე: Preliminary.
ვინ აბარებს ამ გამოცდას?
ჩვეულებრივ, ამ გამოცდას აბარებენ 7-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც ჩაუტარდათ 100 საათის რაოდენობის ინგლისურის გაკვეთილები.
გამოცდის ჩასაბარებლად თქვენი შვილი:
უნდა ცნობდეს ფერებს ინგლისურად
პასუხობდეს ძალიან მარტივ კითხვებს საკუთარი თავის შესახებ
შეეძლოს მოკლე, ერთსიტყვიანი პასუხების დაწერა ზოგად კითხვებზე.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი ჩააბარებს ამ გამოცდას?
ამ გამოცდასთან დაკავშირებით არ გამოიყენება ტერმინები: „ჩააბარა“და „ჩაიჭრა“. თქვენმა შვილმა შეიძლება დაიმსახუროს მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი გამოცდის თითოეულ ნაწილში. სამკერდე ნიშნების რაოდენობა, რომლებსაც მოზარდები დააგროვებენ გამოცდის თითოეულ ნაწილში, აისახება სერთიფიკატში, რომელიც მათ გადაეცემათ გამოცდის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
მოსმენა | კითხვა და წერა | მეტყველება |
---|---|---|
20 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
20 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
3-5 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
კემბრიჯის ინგლისური: Movers
კემბრიჯის ინგლისური: Movers 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი „კემბრიჯის ინგლისური: მოზარდთა გამოცდების“ სამი შეფასებითი დონიდან მეორეა. გამოცდა სტიმულს მისცემს თქვენს შვილს, კომუნიკაცია დაამყაროს ყოველდღიურ რეალურ სიტუაციაში და დადებითად განეწყოს ენის გამოცდებისადმი.
კვალიფიკაციის დონე: Beginner = A1 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით
ვინ აბარებს ამ გამოცდას?
ჩვეულებრივ, ამ გამოცდას აბარებენ 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც ჩაუტარდათ 175 საათის რაოდენობის ინგლისურის გაკვეთილები.
გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ შვილს:
უნდა ესმოდეს ძირითადი მითითებები ინგლისურად
შეეძლოს მარტივი ფორმის შევსება ან საკუთარი პერსონის შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა
შეეძლოს შეკითხვებზე პასუხის გაცემა და მარტივი ფაქტების (კვირის დღეები, დრო და სახელები) ჩაწერა წაკითხული ან გაგონილი საბავშვო ამბიდან.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი ჩააბარებს ამ გამოცდას?
ამ გამოცდასთან დაკავშირებით არ გამოიყენება ტერმინები: „ჩააბარა“და „ჩაიჭრა“. თქვენმა შვილმა შეიძლება დაიმსახუროს მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი გამოცდის თითოეულ ნაწილში. სამკერდე ნიშნების რაოდენობა, რომლებსაც მოზარდები დააგროვებენ გამოცდის თითოეულ ნაწილში, აისახება სერთიფიკატში, რომელიც მათ გადაეცემათ გამოცდის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
მოსმენა | კითხვა და წერა | მეტყველება |
---|---|---|
25 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
30 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
5-7 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
კემბრიჯის ინგლისური: Flyers
კემბრიჯის ინგლისური: Flyers 7-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი „კემბრიჯის ინგლისური: მოზარდთა გამოცდების“ სამი შეფასებითი დონიდან უმაღლესია. გამოცდა ადასტურებს, რომ თქვენი შვილი იგებს ყოველდღიურ სიტუაციებთან დაკავშირებულ მარტივ ინგლისურს და შეუძლია კომუნიკაციის დამყარება ზოგადი ინგლისურის გამოყენებით.
კვალიფიკაციის დონე: Elementary = A2 ერთიანი ევროპული ჩარჩოს მიხედვით
ვინ აბარებს ამ გამოცდას?
ჩვეულებრივ, ამ გამოცდას აბარებენ 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში სწავლობენ სკოლაში ინგლისურს, როგორც მეორე ენას (ჩაუტარდათ 250 საათის რაოდენობის ინგლისურის გაკვეთილები).
გამოცდის ჩასაბარებლად თქვენს შვილს:
უნდა შეეძლოს ორ ამბავს ან ნახატს შორის განსხვავებების ახსნა
მოკლე ამბის დაწერა ან მოყოლა ინგლისურად
შეკითხვების დასმა და წარსული დროის გამოყენება. Cambridge English: Flyers ექვივალენტურია Cambridge English: Key for Schools (KETfS) გამოცდისა.
რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი ჩააბარებს ამ გამოცდას?
ამ გამოცდასთან დაკავშირებით არ გამოიყენება ტერმინები: „ჩააბარა“და „ჩაიჭრა“. თქვენმა შვილმა შეიძლება დაიმსახუროს მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი გამოცდის თითოეულ ნაწილში. სამკერდე ნიშნების რაოდენობა, რომელსაც მოზარდები დააგროვებენ გამოცდის თითოეულ ნაწილში, აისახება სერთიფიკატში, რომელიც მათ გადაეცემათ გამოცდის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
მოსმენა | კითხვა და წერა | მეტყველება |
---|---|---|
25 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
40 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
7-9 წთ მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი |
კემბრიჯის ინგლისურის მოზარდთათვის განკუთვნილი გამოცდების ჩაბარება საქართველოში
დარეგისტრირდით მოზარდთა გამოცდების ჩასაბარებლად საქართველოში
შეიტყვეთ მეტი, თუ როდის და სად შეგიძლიათ საქართველოში კემბრიჯის ინგლისურის მოზარდებისთვის განკუთვნილი გამოცდების ჩაბარება და დაადგინეთ გამოცდის ღირებულება
რას უნდა ველოდოთ გამოცდის დღეს?
მოზარდთა გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება რვა კვირის განმავლობაში გამოცდის დღიდან. ყველა, ვინც გაივლის ტესტს, მიიღებს ჯილდოს, სადაც აღნიშნულია, თუ რისი გაკეთება შეუძლია მოზარდს წარმატებით (და არა - რისი გაკეთება არ შეუძლია). ჯილდო დამსახურებულად აღნიშნავს მოზარდების მიერ გამოცდის ჩაბარების ფაქტს.
რატომ ბრიტანეთის საბჭო?
მაქსიმუმ ხუთი სამკერდე ნიშანი