ჩვენი მისია
ჩვენ ცენტრის მოსწავლეებს ვთავაზობთ ინგლისური ენის სწავლების სტრუქტურულ პროგრამას, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენა და დასახული მიზნების მიღწევა მისთვის სასიამოვნო, წამახალისებელ და უსაფრთხო გარემოში.
ჩვენი მიდგომა
ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტურ სწავლებას განაპირობებს მოსწავლეების წინაშე არსებული გამოწვევები, ჩართულობა და მოტივიაცია. ვფიქრობთ, თითოეული მოსწავლე სწავლობს და ვითარდება სხვადასხვა ტემპით, ამიტომ ჩვენი კურსები პატივს სცემს თითოეული მათგანის შესაძლებლობებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენი მასწავლებლები მოსწავლეთა ასაკის მიხედვით იყენებენ სხვადასხვა ტექნიკასა და რესურსს, ენის ეფექტურად შესწავლისთვის.
ჩვენ მოველით, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში, რაც აისახება მათ შემდგომ პროგრესზე. ჩვენი მიდგომა მოიცავს კომუნიკაციის ყველა მიმართულებას. ორიენტირებულნი ვართ, მივცეთ და ავუმაღლოთ მოსწავლეებს თავდაჯერება ინგლისური ენის გამოყენებისას, რაც მათ მომავალში აუცილებლად დასჭირდებათ აკადემიური სწავლისთვის, დასაქმებისა თუ სხვა სოციალური მიზნების მისაღწევად.