ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კურსების ფართო და მოქნილ არჩევანს. ჩვენ შეგირჩევთ კურსს თქვენი ასაკის, ენის ცოდნის დონისა და სწავლის მიზნების მიხედვით.
როგორ ვასწავლით ინგლისურს ბრიტანეთის საბჭოში?
- ჩვენ მიზანმიმართულად ვხდით სწავლების პროცესს სახალისოს, ვინაიდან ადამიანები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მათ მოსწონთ საკლასო აუდიტორიაში ყოფნა.
- ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ ტექნიკას, ვინაიდან სხვადასხვა მოსწავლეს სწავლის განსხვავებული სტილი აქვს.
- ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების პროცესის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.
- საკლასო აუდიტორიაში ჩვენ მხოლოდ ინგლისურს ვიყენებთ, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად სწრაფად აითვისონ უცხო ენა.
- ჩვენ მოსწავლეებს ვამუშავებთ წყვილებსა და ჯგუფებში, რათა მათ რეალურ სამუშაო სიტუაციებში კომუნიკაციის უნარები განუვითარდეთ.
- ჩვენ ვიყენებთ პროფესიონალ გამომცემელთა მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს, რომლებიც ჩვენი მასწავლებლების მიერაა შემუშავებული.
- ჩვენ მოსწავლეებს ვავარჯიშებთ ენის უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობებში.
- ჩვენ მოსწავლეებს ვაცნობთ სწავლის უნარ-ჩვევებს, რათა მათ გაუღრმავდეთ ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
- ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით თქვენი სწავლისა და განვითარების პროცესში.