ბრიტანეთის საბჭოს კურსზე რეგისტრაცია მარტივია. მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხ მარტივ საფეხურს:
პირველი - დაჯავშნეთ კონსულტაცია
კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ შეიტყოთ მეტი თქვენთვის განკუთვნილ კურსებთან დაკავშირებით. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან გაიაროთ ონლაინ.
- კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს სასწავლო ცენტრში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო კონსულტაციისთვის.
- კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
მეორე - გაიარეთ დონის დასადგენი ტესტი ონლაინ
პედაგოგთან კონსულტაციის დაჯავშნის შემდეგ თქვენ გამოგეგზავნებათ ბმული, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ ტესტირება დონის დასადგენად.
- დონის დასადგენი ონლაინ ტესტი მოიცავს 30 კითხვის, მოცემული სავარაუდო პასუხებით.
- ტესტირების გასავლელად განკუთვნილი დრო - 30 წუთი.
- გთხოვთ, დაასრულოთ დონის დასადგენი ტესტირება კონსულტაციამდე.
მესამე - გაიარეთ ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია
- ჩვენი აკადემიური მრჩევლები განიხილავენ თქვენი ტესტირების შედეგებს და გაცნობებენ შესაბამისი კურსის შესახებ.
- კონსულტაცია გაგრძელდება 10-დან 20 წუთამდე.
მეოთხე - რეგისტრაცია კურსზე
კონსულტაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ თქვენ მიერ შერჩეულ კურსზე და გადაიხადოთ საფასური.
- თანხის გადახდა და კურსებზე რეგისტრაცია დამოუკიდებლად შესაძლებელია 18 წლიდან.