ჩვენი ონლაინ გაკვეთილები პირისპირი გაკვეთილების მსგავსია - ისწავლით იმავე მასალას და შეასრულებთ იმავე დავალებებს, თუმცა, კომუნიკაცია შედგება ვიდეო-საკონფერენციო პლატფორმაზე. გაკვეთილზე დასასწრებად მიიღებთ ბმულს, ხოლო მასწავლებელი შეუშვებს სტუდენტებს ვირტუალურ საკლასო ოთახში.

გაკვეთილის განმავლობაში კომუნიკაცია გექნებათ თქვენს მასწავლებელთან და ჯგუფელებთან ჩატისა და ხელის აწევის ფუნქციების მეშვეობით. ჯგუფური აქტივობებისთვის  თქვენი მასწავლებელი შექმნის ონლაინ ოთახებს, სადაც იმუშავებთ წყვილებში და ჯგუფურად, მასწავლებელი კი თითოეულ ჯგუფს შეუერთდება და დააკვირდება მათ მუშაობას.

თქვენი ცხრილის მართვა შეგიძლიათ myClass პორტალის ან აპლიკაციის მეშვეობით.

ტექნიკური მოთხოვნები

 myClass პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით. მობილურისა და პლანშეტის გამოყენება არ არის შესაძლებელი გაკვეთილზე სწავლების ხარისხის შესანარჩუნებლად.

სასწავლო პროცესის ეფექტურობისთვის უნდა გქონდეთ:

  • კარგი ინტერნეტ კავშირn
  • სასურველია ყურსასმენების და მიკროფონის ნაკრები, თუმცა კომპიუტერში ან ლეპტოპში ჩამონტაჟებული შესაბამისი მოწყობილობაც დასაშვებია. 
  • დინამიკი და ვებკამერა