პრეზენტაციის უნარებში დახელოვნება გსურთ თუ თქვენს კოლეგებთან ან ბიზნესპარტნიორებთან კომუნიკაცია - აირჩიეთ ჩვენი კურსებიდან ერთ-ერთი, რათა განავითაროთ ეს  უნარები ჩვენს მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით.

პროფესიული უნარების კურსები გაგიუმჯობესებთ ინგლისურის ცოდნას, რომელსაც გამოიყენებთ სამსახურეობრივ კონტექსტში და ამავე დროს, გაგივითარებთ ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც გჭირდებათ

კომუნიკაციების დროს.  ეს კურსები გამიზნულია ნებისმიერისთვის, ვისაც სჭირდება ძლიერი საკომუნიკაციო უნარები პროექტებში, სამსახურებრივ ურთიერთობებსა და გუნდებში წარმატების მისაღწევად.

იხილეთ მყისიერი შედეგები ჩვენი 9-მოდულიანი სატრენინგო კურსებიდან ერთ-ერთის გავლით, რათა განავითაროთ თქვენთვის ყველაზე საჭირო უნარები და დაუყოვნებლივ დაიწყოთ თქვენი ახლადშეძენილი ცოდნის გამოყენება.

აირჩიეთ ერთი ან მეტი კურსი იმის მიხედვით, თუ რა გაინტერესებთ და რა ინტენსივობით გსურთ სწავლა.

 მიიღეთ პრაქტიკული გამოცდილება რეალისტური საკომუნიკაციო აქტივობებით, სიტუაციური მაგალითებითა და სამოქმედო გეგმებით. ჩვენი მოდულური პროგრამები უზრუნველყოფს იმ სასწავლო მიმართულებას, რომელიც დაგეხმარებათ უნარების გამომუშავებაში კურსის განმავლობაში. მონაწილეები იღებენ უკუკავშირს ტრენერებისგან და თანაკლასელებისგან, ასევე, თვითშეფასების შესაძლებლობას იმისათვის, რომ განსაზღვრონ მიზნები, თვალი ადევნონ პროგრესს და დაგეგმონ, როგორ განახორციელონ სწავლის პროცესი თავიანთ სამუშაო გარემოში.

ისწავლეთ პროფესიონალებთან ერთად ჩვენს კურსებზე, რომლებიც შექმნილია ბიზნესის სფეროს ექსპერტებთან (მთელი მსოფლიოდან) ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე. გარდა ამისა, ჩვენი კურსები ემყარება უახლეს აკადემიურ თეორიებსა და კვლევებს, ასევე,ითვალისწინებს ყველა იმ ცვლილებასა და სიახლეს, რასაც ადგილი აქვს პროფესიული განვითარების სამყაროში. ჩვენს ტრენერებს ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების

საუნივერსიტეტო ხარისხებისა და აღიარებული კვალიფიკაციების  გარდა, მიღებული აქვთ სპეციალური აკრედიტაცია პროფესიული უნარების სემინარების ჩასატარებლად.

საკომუნიკაციო უნარები

  • ხანგრძლივობა: 9 მოდული
  • განრიგი: დასადასტურებელი

გეხმარებათ თანამედროვე სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარების განვითარებაში. შეიტყობთ მეტს საკუთარი საკომუნიკაციო სტილის შესახებ და აღმოაჩენთ ადვილად გამოსაყენებელ მიმართულებებსა და მიდგომებს, რაც დაგეხმარებათ, დაამყაროთ საჭირო ურთიერთობები და მიაღწიოთ თქვენს პროფესიულ მიზნებს.

მიზნები:

  • მკაფიო, დეტალურ გააზრებაზე დაფუძნებული ეფექტური კომუნიკაცია, რაც მიიღება ყურადღებიანი მოსმენის, პერიფრაზირებისა და კითხვების დასმის შედეგად.
  • სიტყვიერი, მხედველობითი და ხმოვანი კომუნიკაციის ადაპტირება სხვადასხვა კონტექსტთან, დაინტერესებულ მხარეებთან ორმხრივი ნდობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად.
  • სრული, მკაფიო და ლოგიკური სიტყვიერი შეტყობინებების მიწოდება, რაც მსმენელებსა და მკითხველებს საშუალებას აძლევს, იმოქმედონ შესაბამისად და დროულად.

უპირატესობები:

  • მონაწილეები დაუკავშირდებიან და ითანამშრომლებენ დაინტერესებულ მხარეებთან მკაფიო, თავდაჯერებული და დამაჯერებელი სიტყვიერი კომუნიკაციით.
  • დაინტერესებული მხარეებისთვის გამარტივდება ურთიერთობები და ამაღლდება სანდოობა, რაც გამოიღებს  სასურველ შედეგს.
  • პროფესიული უნარების განვითარების შედეგად, თქვენი ორგანიზაციის რეპუტაცია გაძლიერდება, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობასა და მიზნების მიღწევას.

სწავლების შედეგები

ამ სემინარზე დასწრების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • თქვენი საკომუნიკაციო სტილის გაგებასა და ადაპტაციას საჭიროების მიხედვით
  • უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებას კოლეგებთან, კლიენტებთან და ზემდგომებთან, რაც თქვენს საქმიანობას უკეთესს გახდის.
  • უნარების განვითარებას თქვენს სამუშაო გარემოში საკვანძო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

პრეზენტაციის უნარები

  • ხანგრძლივობა: 9 მოდული
  • განრიგი: დასადასტურებელი

გადაიყვანეთ თქვენი პრეზენტაციის წარდგენის უნარები შემდეგ დონეზე! თქვენ განავითარებთ აუდიტორიის ტიპის გაანალიზების, საკვანძო შეტყობინებების არჩევისა და დახარისხების, აგრეთვე, თხრობის ტექნიკების გამოყენების უნარებს თქვენი აუდიტორიის დასაინტერესებლად. ისწავლით, როგორ დაამყაროთ ნამდვილი კავშირი თქვენს აუდიტორიასთან და გამოიყენოთ ეფექტური ლექსიკა, რომ უფრო დასამახსოვრებელი გახადოთ თქვენი პრეზენტაცია. აგრეთვე, დაამუშავებთ რთულ სიტუაციებთან გამკლავებისა და პრეზენტაციების ადაპტაციის ტექნიკას.

 მიზნები:

  • ჩამოაყალიბეთ რელევანტური, სრული პრეზენტაციები, რომლებიც აღწევს სასურველ შედეგებს და ეფუძნება აუდიტორიის მოთხოვნებისა და მოლოდინის გააზრებას.
  • წარადგინეთ მკაფიო, ლაკონური და ლოგიკური პრეზენტაციები, რომლებიც აუდიტორიას უბიძგებს და საშუალებას მისცემს, იმოქმედოს შესაბამისად და დროულად.
  • დასაწყისიდანვე დააინტერესეთ პრეზენტაციის აუდიტორია გამიზნული სიტყვიერი, ხმოვანი და მხედველობითი ტექნიკებით.

უპირატესობები

  • მონაწილეები უფრო დახელოვნდებიან საინტერესო პრეზენტაციების შექმნასა და წარდგენაში, რაც ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს დაინტერესებულ მხარეებზე.
  • მსმენელები სწრაფად გაიგებენ პრეზენტაციას, წარმდგენი უფრო მეტად დააინტერესებთ და შეძლებენ იმოქმედონ შესაბამისად და დროულად.
  • თქვენი ორგანიზაცია შეიქმნის პროფესიონალურ იმიჯს გამიზნული, ინტერაქტიული პრეზენტაციებით, რაც შედეგად მოიტანს დაინტერესებულ მხარეთა მხრიდან მოქმედებას.

სწავლის შედეგები

ამ სემინარზე დასწრების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • მრავალფეროვანი მსმენელის ჩართვას თქვენს პრეზენტაციებში
  • პრეზენტაციის წარდგენას დამაჯერებლად და ეფექტურად
  • რეაგირებას სხვადასხვა რთულ სიტუაციაზე თქვენი პრეზენტაციების განმავლობაში.

ინფორმაცია კურსის შესახებ

კურსის ფორმატი : ონლაინ, 18 საათი - 6 კვირა.  გაკვეთილის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ინგლისური ენის ცოდნის დონე

არანაკლებ საშუალოზე მაღალი (B2).

კურსის საფასური 530 ლარი, ღირებულებაში შედის სწავლის საფასურისც.