ისწავლეთ მსოფლიოს ბიზნეს ენა ინგლისური ენის მსოფლიო დონის ექსპერტებთან
ჩვენი ბიზნეს ინგლისურის კურსები დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე და შეიძინოთ კარიეული წინსვლისთვისა თუ წარმატებული საქმიანი ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარები.
ჩვენი ბიზნეს ინგლისურის კურსები შემუშავებულია სხვადასხვა დონეზე სწავლებისთვის, რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები და დაგეხმაროთ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. კურსები ფოკუსირებულია რეალურ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციებზე, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება ყოველდღიურ საქმიანობას და საქმიან ურთიერთობებს. ამასთან, შეგასწავლით ლექსიკას, რომელიც საჭიროა დღევანდელი საერთაშორისო ბიზნეს გარემოსთვის. კურსის მასალები საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა.
რატომ უნდა აირჩიოთ ეს კურსი ბრიტანეთის საბჭოში?
ჩვენს ბიზნეს ინგლისურის კურსებზე თქვენ:
- შეგასწავლიან ენის ექსპერტები, რომლებიც ფლობენ ბიზნეს კონტექსტზე მორგებულ ჩაგიტარდებათ ბიზნესზე ორიენტირებული გაკვეთილები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა - სიტუაციური როლური თამაშებისა და კომუნიკაციური მუშაობის გზით
- განივითარებთ საქმიანი ურთიერთობებისთვის აუცილებელ საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარებს
- გაიუმჯობესებთ ინგლისური ენის დონეს, რათა თავი იგრძნოთ თავდაჯერებულად გლობალურ კონტექსტში მუშაობისა და კულტურათა შორის კომუნიკაციისას
- შეხვდებით სხვა პროფესიონალებს და დაუკავშირდებით მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს.
დაუკავშირდით კურსის მონაწილეებს სხვა ქვეყნებიდან
ჩვენი ბიზნეს ინგლისურის კურსი ტარდება ონლაინ საერთაშორისო ჯგუფებისთვის, რომლებიც დაკომპლექტებულია რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან დარეგისტრირებული მსურველებისგან. ამ უნიკალური გამოცდილებით, კურსის მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი უნარები პრაქტიკაში სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად და გაიუმობესონ ინგლისური ენის ცოდნა სხვადასხვა კულტურების შესწავლისას.
ვირტუალური კლასების ექსპერტები
შეგიძლიათ ენდოთ ბრიტანეთის საბჭოს ხანგრძლივ სართაშორისი გამოცდილებას, ჩაატაროს წარმატებული ვირტუალური ინგლისური ენის კურსები. ჩვენმა გამოცდილებამ შეგვძინა კონკრეტული სისტემები და მეთოდოლოგია, რომლებიც შექმნილია ონლაინ სივრცისთვის და წლების მანძილზე დადასტურებულია ეფექტურობით.
-
ადგილმდებარეობა
მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმაზე .
-
დონეები
Pre-Intermediate (A2), Intermediate (B1), Upper-Intermediate (B2) and Advanced (C1).
-
ფორმატი
- 32 საათი 8 კვირის განმავლობაში.
- 12 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში.
-
მეცადინეობების განრიგი
- ორშაბათი/ოთხშაბათი: 9.00-11.00 ან 20.00-22.00
- სამშაბათი/ხუთშაბათი: 9.00-11.00 ან 20.00-22.00
საათები მითითებულია საქართველოს დროით
მომავალი ვადები
შემოდგომა 2023 |
15.09.2023 - 10.11.2023 |
06.06.2023 |
ზამთარი I |
20.11.2023 - 26.01.2024 |
გამოცხადდება |
ზამთარი II |
01.02.2024 - 01.04.2024 |
გამოცხადდება |
გაზაფხული 2024 |
08.04.2024 - 14.06.2024 |
გამოცხადდება |
სემესტრი |
თარიღები |
რეგისტრაცია ახალი სტუდენტებისთვის |
კურსის საფასური
ფასდაკლება/კურსის ტიპი |
ფასი ახალი სტუდენტებისთვის |
ფასი ყოფილი სტუდენტებისთვის |
ერთი კურსი |
675 ლარი |
610 ლარი |