ბევრი ჩვენგანისთვის სახლში დარჩენა ახალი რეალობაა, რომელიც არსებულ სიტუაციაში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ, ყველანი, ერთნაირ მდგომარეობაში ვართ (სავარაუდოდ ბავშვებთან ერთად) და ერთად ვეძებთ გზებს, ეფექტურად გამოვიყენოთ ეს დრო და გავერთოთ კიდეც.

შორს წასვლა არც მოგიწევთ, ჩვენ შეგვიძლია, დაგეხმაროთ. ჩვენ თავი მოვუყარეთ საუკეთესო ონლაინ რესურსებსა და პლატფორმებს, რათა თქვენ მაქსიმალურად საინტერესოდ გამოიყენოთ დრო შინ ყოფნისას.

ჩვენ გვაქვს რესურსების საინტერესო ნაკრები - დაწყებული ბავშვებისთვის ინგლისური ენის სწავლა სიმღერებითა და თამაშებით, დამთავრებული ვირტუალურ მოგზაურობამდე ონლაინ გამოფენის დასათვალიერებლად. თუ მომავლში IELTS გამოცდის ჩაბარებას აპირებთ, ჩვენ გთავაზობთ არაჩვეულებრივ რესურსებს მოსამზადებლად და სავარჯიშოდ. და ბოლოს, არც მასწავლებლები დაგვვიწყებია - ჩვენ გვაქვს მასალები პროფესიული განვითარებისთვის, რომლებზეც შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა.

ჩვენ თითოეულ თქვენგანს გთავაზობთ რაღაც საინტერესოს! სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო ახალი უნარების შესაძენად.

გირჩევთ, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო რესურსები და დაიწყოთ მათი გაცნობა-შესწავლა…

ჩვენი ვირტუალური საკლასო ოთახები ბავშვებისა და მოზარდებისთვის

ჩვენ გადავწყვიტეთ ვირტუალური საკლასო ოთახების გამოყენება რათა 7-დან 17 წლამდე მოსწავლეებმა კვლავ შეისწავლონ ინგლისური ენა იმ პერიოდში, სანამ რეგულარული მეცადინეობები გადადებულია.

პედაგოგებო! გთავაზობთ პროფესიულ განვითარებას ონლაინ

ჩვენი ყოველკვირეული ვებინარები, პუბლიკაციები თუ ონლაინ ტრენინგკურსები და დამხმარე მასალები პედაგოგებისთვის დაგეხმარებათ სრულიად უფასოდ იზრუნოთ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.