ახლა ჩვენ დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ. სწორედ ამიტომ შესანიშნავი დროა, აკეთოთ ის, რისთვისაც დრო არასოდეს გქონდათ. იმის მიუხედავად, ყოველდღიურად 10 წუთი გაქვთ თუ ერთი საათი სავარჯიშოდ, ჩვენი სასწავლო მასალა დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ ენის ცოდნა.
დაადგინეთ ინგლისური ენის ცოდნის დონე
დაიწყეთ ჩვენი უფასო ტესტებით ინგლისური ენის ლექსიკასა და გრამატიკაში, რომლებიც დაგეხმარებათ, დაადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე. თქვენ მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად, პლატფორმა შემოგთავაზებთ მასალას ცოდნის გასაუმჯობესებლად.
გაიუმჯობესე უნარები ენობრივ კომპეტენციებში
როცა უკვე ცნობილი გახდება თქვენი ცოდნის დონე, შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა სმენის, კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესებაზე. მონიშნეთ დონე და შემდეგ დაიწყეთ სხვადახვა ტიპის ტექსტების, აუდიოჩანაწერების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და დავალებების შერჩევა.
ინგლისური მოზარდებისთვის
ბევრი მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღესდღეობით ვერ დადის სკოლაში. ჩვენი მოზარდებისთვის განკუთვნილი ვებგვერდის LearnEnglish Teens დახმარებით შეგიძლიათ სახლში შეისწავლოთ ინგლისური ენა და გაიუმჯობესოთ ცოდნა. LearnEnglish Teens მოიცავს ბევრ ვიდეო, აუდიო და საკითხავ მასალას, რომლებიც უდავოდ დაგეხმარებათ. გირჩევთ, დასაწყისისთვის ყოველდღიურად 20-დან 30 წუთამდე დაუთმოთ ამ ვებგვერდის გამოყენებას. და თუ ასე მოიქცევით, აუცილებლად დაინახავთ საკუთარ პროგრესს.