თამარ-თამთა შავგულიძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხარისხის მართვის მთავარი სპეციალისტი, გვიზიარებს როგორ გახადა შესაძლებელი შემოქმედებითმა ნაპერწკალმა აკადემიაში ცვლილებების შეტანა სამეწარმეო უნარების განვითარების სასარგებლოდ.
ამ საწყისი პარტნიორობის წინადადებიდან, ჩვენ გვსურს მივაღწიოთ ისეთ თანამშრომლობას, რომელიც დაგვეხმარება დონის ამაღლებაში და გაამდიდრებს უნივერსიტეტის განრიგს 21-ე საუკუნის საჭიროებების შესაბამისად. ჩვენი კონსორციუმი დაგვეხმარა ხელოვნების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთის შეგვეთავაზებინა სრულიად ახალი საგანი - მეწარმეობა სტუდენტებისთვის.
ყველაფერი ამით არ დასრულებულა - ჩვენ ასევე განვაახლეთ მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსები და გავხადეთ ისინი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის რელევანტური და სასარგებლო. ეს ცვლილებები ეხმარება სტუდენტებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა შემოქმედებით ეკონომიკაზე, ავითარებს შემოქმედებით უნარებსა და იდეებს ბიზნეს სამყაროში მოღვაწეობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ დავაარსებთ სრულმასშტაბიან, ყოვლისმომცველ შემოქმედებითი ნაპერწკალის ბიზნეს ინკუბატორს არაუგვიანეს 2020 წლისა.
შემოქმედებითი ნაპერწკალის დახმარებით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა 8 ახალი სილაბუსი 2018-2019 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ორი მოწინავე ფაკულტეტი: მედია ხელოვნების ფაკულტეტი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. ჩვენ ახლა ბევრს ვმუშაობთ ამ ფაკულტეტების სახელმძღვანელოების განახლებაზე.
შემდეგი წლისთვის ასევე იგეგმება სადოქტორო პროგრამების მოდერნიზება და ინტერდისციპლინარული სემინარების დაარსება, როგორიცაა: მეწარმეობა და კულტურა, შემოქმედებითი ეკონომიკა, შემოქმედებითი ინდუსტრიები, მეწარმეობა და ხელოვნება. შემოქმედებითი ნაპერწკალის პროგრამა დაგვეხმარა ისეთი ცვლილებების განხორციელებაში, რომელსაც ათეულობით წლები დასჭირდებოდა. ამიერიდან, ჩვენი უნივერსიტეტი და სტუდენტები ნამდვილად გახდებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს მასშტაბით, სადაც შემოქმედება და მეწარმეობა გადამწყვეტი არის წარმატებისთვის.
პროგრამის შესახებ:
შემოქმედებითი ნაპერწკალი არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.