გაიცანით Big Idea Challenge 2022-ის გამარჯვებულები!
პროგრამა ,,შემოქმედებითი ნაპერწკლის’’ Big Idea Challenge ვიდეო კონკურსი, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს შექმნან ინოვაციური ,,სტარტაპები’’ და გააცნონ იგი მსოფლიოს,დასრულდა. შვიდი ქვეყნის სტუდენტები, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა ანტრეპრენერები აქტიურად ჩაერთნენ ,,შემოქმედებითი ნაპერწკლის’’ მრავალფეროვან ღონისძიებებში საკუთარი ბიზნეს იდეების დასაცავად. წლევანდელი კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდა: სოციალური ეფექტი
იდეები ეხებიან სოციალური ინკლუზიის და გენდერული თანასწორობის საკითხებს ან საზოგადოებაში ნაკლებად -ინტეგრირებულ თემებს. აქ შედის ნებისმიერი იდეა რომლის მიზანია ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფების დახმარება.
კრეატიული იდეა
იდეები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალი პროდუქტის, გამოფენის ან დინამიური კულტურული გარემოს შექმნას. იდეები რომლებიც ეხმარებიან შემოქმედს მიწვდნენ ახალ აუდიტორიას და მიაღწიონ მეტ წარმატებას.
ციფრული ტექნოლოგიები
იდეები, რომელთაც საფუძვლად უდევს ტექნოლოგიების ახლებურად გამოყენება და გულისხმობს ახალი პროგრამების და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას.
ეს იყო ძალიან დაძაბული კონკურსი უამრავი შესანიშნავი იდეით.
საქართველოდან გამარჯვებულები არიან:
Studio for Artists - გამარჯვებული შემოქმედებითი იდეების კატეგორიაში
Upway - გამარჯვებული ციფრული ტექნოლოგიების კატეგორიაში
Grandala - გამარჯვებული სოციალური ეფექტის კატეგორიაში
Booki - საერთაშორისო ხალხის რჩეულის კონკურსის გამარჯვებული
Grandala ასევე გახდა საქართველოს ჩემპიონი!
რაც მთავარია, Booki ასევე გახდა Big Idea Challenge 2022-ის გრანდ ჩემპიონი!
ყველა გამარჯვებულმა მიიღო საპრიზო პაკეტი, რაშიც შედის სატრენინგო პროგრამა Launchpad-ში მონაწილეობის უფლება, ინდივიდუალური მენტორშიფი და უფასო სტარტაპ კონსულტაციები. ქვეყნის ჩემპიონი და გრანდ ჩემპიონი დასაჩუქრდნენ ფულადი პრიზებით £1000-ის ოდენობით თითოეული.
ამჟამად კონკურსის მონაწილეები თანამშრომლობენ გამოცდილ სტარტაპ მენტორთან, რომელიც დახმარებას უწევს იდეების განვითარებასა და შემდეგ ეტაპებზე გადასვლაში. მენტორშიფის დასრულებისას მონაწილეები აღჭურვილნი იქნებიან ყველა საჭირო უნარით და ცოდნით რათა ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ.