23 აპრილი - 10 ოქტომბერი | თბილისი | ხელოვნების სასახლე

2016 წელი  ორი დიდი შემოქმედის  - შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის - წელია. ამ ორი გენიოსის შემოქმედება დღეს ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ.       

საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმთან (ხელოვნების სასახლე), საქართველოს წიგნის ცენტრთან, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და ევროპულ სკოლასთან ერთად გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო  ახლობელი გავხადოთ რუსთაველის და შექსპირის შემოქმედება.

პროგრამა

23 აპრილი

პროექტის წარდგენა  და  ონლაინ გამოკითხვისთვის შერჩეული  რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების პრეზენტაცია.   

23 აპრილი - 20 მაისი

ონლაინ გამოკითხვა რუსთაველის და შექსპირის ყველაზე პოპულარული ციტატების გამოსავლენად.

21 მაისი

ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის  ყველაზე პოპულარული ციტატების გამოცხადება და ჩვენება ხელოვნების სასახლის კედელზე  მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დროს. 

25 მაისი- 25 ივნისი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა  კონკურსი  ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის  ყველაზე პოპულარული ციტატების შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებზე. 

26 მაისი

ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი რუსთაველის და შექსპირის  ყველაზე პოპულარული ციტატების ჩვენება მონიტორზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

10 სექტემბერი - 10 ორქტომბერი

გამოფენა  ,,შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში’’ 

პროექტის თანმხლები საგანმანათლებლო ღონისძიებების თემები:

  • შექსპიროლოგი და რუსთველოლოგი გვესაუბრებიან ამ ორ გენიალურ შემოქმედზე; 
  • ნიკოლას როული საუბრობს თემაზე ,,როგორ წავიკითხოთ შექსპირი’’ 
  • შექსპირის ქართული თარგმანები

ოქტომბერი / ნოემბერი

სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება ევროპულ სკოლაში, ხოლო შემდეგ გამოფება გადაინაცვლებს სხვადასხვა საჯარო სივრცეებში.

ორი შემოქმედის შესახებ

უილიამ შექსპირი

უილიამ შექსპირი ინგლისის ყველაზე სახელოვანი დრამატურგი და პოეტია. მისი ნაშრომები თარგმნილია 80 ენაზე. შექსპირის შემოქმედებამ ხელი შეუწყო  ინგლისური ენის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებას.  მისივე მეშვეობით ინგლისურ ენაში შევიდა 300-მდე ახალი სიტყვის და ახლა უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა.

შექსპირის  პიესები, მასში მოცემული უნივერსალური თემების და ადამიანური მდგომარების წარმოჩენის გამო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თუმცა ბევრი რამ მისი პიროვნების შესახებ ჯერ კიდევ იდუმალებიათაა მოცული. ისტორიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან როდის დაიბადა თარიღი, სად მიიღო განათლება და სად გაატარა ცხოვრების შვიდი წელიწადი. 

შოთა რუსთაველი

მეთორმეტე საუკუნის გენიალური  ქართველი პოეტის ერთადერთი ნაწარმოები,  ეპიკური პოემა - „ვეფხისტყაოსანი“ - მრავალი საუკუნის შემდეგაც ყველა ეროვნების ადამიანისთვის საინტერესო საკითხავს წარმოადგენს ოსტატურად წარმოდგენილი  ზოგადსაკაცობრიო იდეების და ჰუმანიზმის გამო. რაც მთავარია, შოთა რუსთაველი  მსოფლიო კულტურულ სივრცეში საპატიო ადგილს იმსახურებს მისი პოეზიის უნიკალური მხატვრული დონის გამო. შექსპირის, ჰომერის და დანტეს ნამუშევრების მსგავსად, ,,ვეფხისტყაოსანი’’ კაცობრიობის ესთეტიკური განვითარების გზაჯვარედინს წარმოადგენს.

ყველაზე პოპულარული ციტატები გამოვლენილია

ქვემოთ მითითებულ დოკუმენტში იხილეთ ონლაინ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ციტატები შექსპირისა და რუსთაველის შემოქმედებიდან. ეს ციტატები  21 მაისს ხელოვნების სასახლის კედელზე იყო ნაჩვენები

აქვე გთავაზობთ შერჩეულ ციტატებს განთავებულს ჩვენს YouTube-ზე

ჩვენი პარტნიორები

პროექტში ჩვენი პარტნიორები არიან ხელოვნების სასახლე, ეროვნული წიგნის ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ევროპული სკოლა. 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 

ფოტო გალერეა

გარე ბმულები