1989 წლის მარტში ატომური კვლევების ევროპულ ასოციაციაში (ცერნში) მუშაობისას ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს-ლიმ დაწერა საპროექტო შეთავაზება: „ინფორმაციის მენეჯმენტი“
მისმა იდეამ საფუძველი ჩაუყარა ინტერნეტის დაბადებას და გახდა კატალიზატორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცვლილებისა, კერძოდ, ტრანსფორმაციის. შეიცვალა არა მხოლოდ ის, როგორ ვახდენთ კომუნიკაციას, არამედ როგორ ვქმნით, და თუნდაც როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს, როგორც ადამიანები.
ჩვენი ნებისმიერი//ნებისმიერ ადგილას (Anyone//Anywhere) კამპანია ეძღვნება ინტერნეტის შექმნის 30-ე წელს და მიმოიხილავს მის წარსულს, აწმყოს და მომავალს - საიდან დაიწყო, როგორია მისი მდგომარეობა ახლა და რა ელის მომავალში. ინტერნეტმა საოცარი ზეგავლენა მოახდინა.
მსოფლიო „აბლაბუდამ“ რევოლუციური გარდატეხა მოახდინა ჩვენი ცხოვრების თითოეულ ასპექტში და ერთგვარ კლიშედაც კი იქცა. ძნელია რომელიმე სფერო გავიხსენოთ, რასაც ის არ შეხებია. ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, გართობა, ყიდვა-გაყიდვა - ყველაფერმა რადიკალური ცვლილება განიცადა.
მის გამო მომავალი გაურკვეველია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ჩვენ ვართ გზაჯვარედინზე. თუ გვსურს რომ ინტერნეტი ნამდვილად ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერისთვის, ნებისმიერ ადგილას, მაშინ რთული არჩევანის წინაშე ვდგებით, კერძოდ, ვის აქვს მისი გამოყენების, გარდაქმნის ან გაკონტროლების უფლებამოსილება. მაგრამ ეს გამოწვევები უთვალავი შესაძლებლობის საშუალებას იძლევა.
ნებისმიერი//ნებისმიერ ადგილას (Anyone//Anywhere) იწყებს საუბარს, კითხვების დასმას და ბრიტანელი და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების გაზიარებას გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე.
გაეცანით კამპანიის ხუთ თემას ჩვენს გვერდზე Anyone//Anywhere, შეამოწმეთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტები და შემოუერთდით ონლაინ დისკუსიებს ჰაშთაგით #AnyoneAnywhere.