ბრიტანეთის საბჭო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებლებს დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) ტრენინგზე.
ინგლისურის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების 22-საათიანი სატრენინგო კურსი არის პროფესიული განვითარების ონლაინ კურსი.
2025 წლის გაზაფხულის კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა – 2025წ. 10 თებერვლიდან 2025წ. 30 მარტის ჩათვლით. კურსის მონაწილეებს ახალი იდეების და მეთოდების პრაქტიკაში დანერგვასა და მათ შესახებ რეფლექსირებაში დახმარებას გაუწევენ ფასილიტატორები, ინგლისურის სწავლების ექსპერტები და კოლეგები ონლაინ საზოგადოების პლატფორმიდან.
პროგრამის კომპონენტებია:
- 3 თვით შესწავლის მოდული (9 საათი)
- 6 ვებინარი მოდერატორთან
- 6 ლაივ სესია ფასილიტატორთან კოლეგების მონაწილეობით
- 3 ფორუმ დისკუსია
- 4 რეფლექსიური ჟურნალის მომზადება და ატვირთვა ელექტრონული პორტფოლიოსთვის
შერჩევის კრიტერიუმები
- საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე პედაგოგის საქართველოს მოქალაქეობა.
- საბაზისო IT უნარები ონლაინ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის და აქტივობებში ჩართვისთვის.
- ინგლისურის ცოდნის მინიმალური დონე-B1.
რეგისტრაცია
მასწავლებელთა ონლაინ პროგრამის ტრენინგზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ონლაინ ფორმა 2025წ. 12 იანვარს 23.59სთ-მდე საქართველოს დროით. მონაწილეობა თავისუფალია.