კორონა ვირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომების და რჩევების გათვალისწინებით ბრიტანეთის საბჭო დროებით აჩერებს პირისპირ ჩასატარებელ ღონისძიებებს და მომხმარებელთა მიღებას ოფისში, მორიგ რეკომენდაციებამდე.

ჩვენ ვაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ინფორმაციას მოგაწვდით შესაბამისად. გამოცდის კანდიდატებს და გამოცდების ჩაბარებით დაინტერესებულ პირებს, გთავაზობთ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე exams@ge.britishcouncil.org და ჩვენ გამოგიგზავნით ინფორმაციას გამოცდების განრიგთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ.

რაც შეეხება ინგლისური ენის სწავლებას ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის, მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც პირისპირ, ისე ონლაინ სწავლებას. თუ გაქვთ დამატებითი შეკითვები ან გსურთ დარეგისტრირდეთ ჩვენს პირისპირ ვირტუალურ გაკვეთილებზე დაგვიკავშირდით office@ge.britishcouncil.org.

ვითვალისწინებთ რა შექმნილ უხერხულობას, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ჩვენი სერვისების მომხმარებლების, გამოცდების კანდიდატების და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. აქვე გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს