ბრიტანეთის საბჭო და ოლექსანდრ დოვჟენკოს ეროვნული ცენტრი იწყებს საგანმანათლებლო პროგრამის Envision Sound მესამე ციკლში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. პროგრამა საგანმანათლებლო ხასიათისაა და გამიზნულია კომპოზიტორებისთვის, რომლებიც კინო მუსიკას ქმნიან. იგი მოიცავს როგორც შემოქმედებით ლაბორატორიას, ლექციებს, პროფესიული კავშირების დამყარებას, აუდიო-ვიზუალური სფეროს ექსპერტების ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ისე საღამოებს, სადაც ფილმებს ცოცხალი მუსიკის თანხლებით აჩვენებენ. პროგრამა განხორციელდება კიევში 20-დან 24 იანვრის ჩათვლით.
Envision Sound 2019-2020 შესაძლებლობას კომპოზიტორებს უკრაინიდან, ალბანეთიდან აზერბაიჯანიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, კოსოვოდან, მონტენეგროდან, საქართველოდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან განივითარონ პროფესიული უნარები, გაიფართოვონ პროფესიული ჰორიზონტი და უკეთ გაიცნონ საერთაშორისო აუდიო-ვიზუალური ინდუსტრია.
პროექტის მენტორთან ერთად მონაწილეები მიმოიხილავენ კინომუსიკის შექმნის შესაძლებლობებსა თუ გამოწვევებს. ამას გარდა დაარქივებული ვიდეოებისთვის და ამჟამად გადაღების პროცესში არსებული უკრაინული ფილმებისთვის იმუშავებენ საკუთარ საუნდტრეკებზე.
წინა წლის მენტორების სია მოიცავს ბრიტანეთის რამდენიმე ყველაზე მოთხოვნად კომპოზიტორს, როგორებიცაა მაიკლ პრაისი(BBC ის ფილმის „შერლოკი“ საუნდტრეკის თანაავტორი და ემმის გამარჯვებული), ნაინიტა დესაი (მან შექმნა მუსიკა ძალიან ბევრი ფილმისა და წამყვანი ტელევიზიებისთვის, როგორებიაა BBC, HBO, ITV და С4; იდი არის Music+Sound Award -ის მფლობელი და 2016-2017 წლის BAFTA Breakthrough Brits ჯილდოს მფლობელი, ნილ ბრენდი (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აკომპანიატორი), ასევე უკრაინელი კომპოზიტორი ალლა ზაჰაიკევიჩი(უკრაინული კინოაკადემიის „Zolota Dzyga“ ჯილდო საუკეთესო კომპოზიტორის ნომინაციაში).
პროგრამის არსებობის ისტორიაში პირველად Envision Sound 2019-2020 მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა შემოქმედებითი ლაბორატორიის ფარგლებში თავიანთი მუსიკა ჩაწერონ კიევის არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად. ნახეთ მოკლე ვიდეო, სადაც 2019 წლის თებერვალში ორკესტრმა ნატალია სტეცის დირიჟორობით ნილ ბრენდის საუნდტრეკი შეასრულა ჰიჩკოკის ფილმიდან„შანტაჟი“. მონაწილეები ასევე შეხვდებიან სოლო მუსიკოსებსაც.
ჩვეულებისამებრ, პროგრამის დასრულებისას ბრიტანეთის საბჭო და დოვჟენკოს ცენტრი გასცემს გრანტებს შემოქმედებითი ლაბორატორიის ფარგლებში შექმნილი რამდენიმე პროექტის დასაფინანსებლად.
Envision Sound 2019-2020 კურატორი არის ალა ზაჰაიკევიჩი.
„ვორკშოფის განმავლობაში ჩვენ ძალიან მაყოფიერი საქმიანი ურთიერთობა დავამყარეთ შესანიშნავ რეჟისორთან, ამჟამად ერთობლივად ვმუშაობთ შესანიშნავ ფილმზე, რომელიც უკვე განთავსებულია imdb-ზე. ასევე პროგრამის მენტორებისგან ძალიან სასარგებლო რჩევები მივიღეთ“ - ლუკა ლებანიძე და ზვიად მღებრიშვილი, Envision Sound 2018-2019 პროგრამის მონაწილეები.