ხუთი ახალი საგანმანათლებლო შეემატება საქართველოში უკვე დაარსებულ ინგლისური ენის 8 კლუბს. ისინი განთავსდება იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ადიგენში, ლენტეხში, მეჯვრისხევში, სადახლოსა და შუახევში. საგანმანათლებლო ჰაბები აღჭურვილი იქნება სწავლებისა და სწავლისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის რესურსებით, ტექნოლოგიითა და დამხმარე მასალებით, რომლებიც შექმნილია პროგრამაში ჩართული მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.
დიდ ჯიხაიშში, ვალეში, კაბალში, ორსანტიაში, რუხში, ტყვიავში, ჩაქვსა და წალკაში არსებული ინგლისურის კლუბები გარდაიქმნება საგანმანათლებლო ჰაბებად და მათ შეემატება სწავლებისა და სწავლისთვის აუცილებელი უმაღლესი ხარისხის რესურსები, ეს კი უფრო მასშტაბული ჩართულობის შესაძლებლობას მოგვცემს.
ამასთან, როგორც არსებული, ისე ახალი საგანმანათლებლო ცენტრები ხელს შეუწყობს თემის წევრების დასაახლოვებისთვის თუ საგანმანათლებლო ჰაბების მდგრადობისთვის ფონდების მოძიების მიზნით სტრატეგიების შესამუშავებლად აუცილებელი უნარების განვითარებას.