მეფე დავით IV

აღმაშენებელი

საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო 1089 წელს გიორგი II სამეფო ტახტიდან გადადგა და მეფედ თავისი ვაჟი - დავით IV აკურთხა.

36-წლიანი მეფობის შედეგად, დავით IV აღმაშენებელმა დასუსტებული და განადგურებული ქვეყანა კავკასიის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ აქცია.

დავით მეფის მონეტა

დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა. 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოში ბრიტანული სეზონის ფარგლებში, მონეტა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოიფინება. 

დავითის მამის მეფობის მშფოთვარე ხანა; ეპოქა რომელშიც დავითი დაიბადა

XI საუკუნის მეორე ნახევარში შუა აზიიდან წამოსული თურქ-სელჩუკები ბიზანტიის იმპერიისა და საქართველოს საზღვრებს მოადგნენ. 1071 წელს მომხდარ მანაზკერტის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ისტორიაში. ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV თურქ-სელჩუკებმა დაამარცხეს. ბიზანტიის იმპერიამ თითქმის სრულად დაკარგა თავისი ტერიტორიები აზიაში.

საქართველოში თურქ-სელჩუკების რეგულარული თავდასხმები, „დიდი თურქობა“ 1080 წელს დაიწყო. გიორგი II სულთან მალიქ-შაჰს მორჩილება გამოუცხადა; ქართველებს ყოველწლიური ხარკის გადახდა დაეკისრათ. განუწყვეტელმა შინაომებმა და თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა ქვეყანა ძალიან დაასუსტა. შექმნილი ვითარების გამო, 1089 წელს გიორგი II სამეფო ტახტიდან გადადგა და მეფედ თავისი ვაჟი - დავით IV აკურთხა.

დავითის მეფობის ადრეული წლები

გამეფების პირველი დღიდან დავით IV რადიკალური რეფორმები გაატარა სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროში. ურჩი ფეოდალების დასჯით მან მოკლე დროში შეძლო ძალაუფლების განმტკიცება. 1103 წელს, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე, მეფემ სამღვდელოების რეორგანიზაცია ჩაატარა და მანამდე დომინანტური ეკლესია სახელმწიფოს დაუქვემდებარა. 

დავით მეფემ კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი სამხედრო რაზმები ჩამოაყალიბა. ისინი თურქ-სელჩუკებს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს და აიძულებდნენ, უკან დაეხიათ საქართველოს საზღვრებისკენ. ამ პატარა გამარჯვებებით ქართველებს გამარჯვების რწმენა დაუბრუნდათ. ქვეყანა აღმავლობის გზას დაადგა. 

დავით მეფის სამხედრო რეფორმა და დიდგორის ბრძოლა - „ძლევაი საკვირველი“

თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში დავით მეფეს მოულოდნელი მოკავშირე გამოუჩნდა: ქრისტიანთა „ჯვაროსნებად“ წოდებულმა რაზმებმა 1099 წელს იერუსალიმი დაიკავეს. ამიერიდან ქართველები და ჯვაროსნები საერთო მტერს ერთდროულად ორ ფრონტზე დაუპირისპირდებოდნენ. 

იმავე 1099 წელს დავითმა სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა, რაც მათთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. მეფემ კარგად ორგანიზებული სამხედრო კამპანია წამოიწყო დაკარგული ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად. 1118 წლისათვის დავითმა თითქმის ყველა ქართული მიწა შემოიერთა. საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო ხდებოდა.

სამხედრო რეფორმის ფარგლებში დავით IV საქართველოში 40000 ყივჩაღი ჩამოასახლა. ყივჩაღთა ყოველი ოჯახის ერთ წევრს ქართულ ჯარში უნდა ემსახურა. საქართველოს სამხედრო ძალებს რეგულარული ჯარი, მეციხოვნენი და ომის შემთხვევაში საგანგებოდ შეკრებილი ლაშქარი შეადგენდნენ.

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში დავითმა მუსლიმების კოალიციური ლაშქარი დაამარცხა და თურქ-სელჩუკები საბოლოოდ განდევნა ამიერკავკასიიდან. დიდგორის ბრძოლის შედეგი იყო თბილისის გათავისუფლება და საქართველოს სრულად გაერთიანება.

მოაზროვნე და სულიერი ლიდერი

პიროვნება მისი შეხედულებების, მისწრაფებების და არა-სამხედრო მიღწევების პრიზმაში

დავით IV კარგად იცოდა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას. მისი თაოსნობით გელათის, იყალთოსა და გრემის მონასტრების ბაზაზე საქართველოში პირველი აკადემიები დაარსდა. ბიზანტიის იმპერიაში მოქმედი სკოლების მსგავსად, შუასაუკუნეების ქართულ საგანმანათლებლო ცენტრებშიც შვიდი საგანი ისწავლებოდა. თვითონ დავით მეფეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საქმეში: მის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი“ შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

დავითის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა XI-XIII საუკუნეებში ქართული კულტურის აღორძინებას, რომელსაც „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ. დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა XI-XIII საუკუნეებში ქართული კულტურის აღორძინებას, რომელსაც „საქართველოს ოქროს ხანას“ უწოდებენ. 

დავით აღმაშენებლის მონეტა

მისი წარმომავლობა და ისტორია

დავით აღმაშენებლის მონეტა

მისი წარმომავლობა და ისტორია

წყაროები, ისტორია, დეტალები

1958 წელს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგემ დავით კაპანაძემ ცნობილი ქართველოლოგის, დავიდ მარშალ ლანგის მიერ გამოგზავნილი ჟურნალი „The Numismatic Chronicle“ მიიღო. ჟურნალში დაბეჭდილი იყო სტატია ბრიტანეთის მუზეუმში დაცული, დავით IV მიერ მოჭრილი უნიკალური მონეტის შესახებ. მონეტა ბრიტანეთის მუზეუმმა 1857 წელს ენისკილენის III გრაფისგან, უილიამ ქოულისგან შეიძინა. შემდგომი 100 წლის განმავლობაში მონეტა მუზეუმის საცავში ინახებოდა. სავარაუდოდ, მონეტა მანამდე საქართველოში შეიძინეს; თუმცა ზუსტი დეტალები უცნობია.

მასალა: სპილენძი

წონა: 10.7 გრამი

დიამეტრი: 35 მმ

თარიღი: სავარაუდოდ 1118 წელი

ადგილი: სავარაუდოდ ქუთაისის ზარაფხანა.

ავერსი: დავით მეფის გამოსახულება მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვრით, მარცხენაში - ჯვრიანი სფეროთი. მეფეს თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა. ყელზე მძივები, ე.წ. მანიაკი უკეთია. გამოსახულების მარცხნივ ასომთავრული წარწერა: დთ - დავით. მარჯვნივ: მფ - მეფე.

რევერსი: მონეტის ცენტრში თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულება. გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა: ქ/დთ/მფე აფთ/ქ/რნ/კხთ/სხთ ანუ: ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.

XI საუკუნეში, დავით IV  სახელით მოჭრილ ვერცხლის მონეტებზე მეფის სახელი და მისი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები იყო დატანილი. მოგვიანებით მოჭრილ მონეტებზე მეფის ბიზანტიური ტიტულები აღარ გვხვდება. ეს ცვლილება დავით მეფის პოლიტიკაზე მიგვანიშნებს: ბიზანტიელებს, ჯვაროსნებსა და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს უნდა სცოდნოდა კავკასიაში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობის შესახებ. დავით IV-ის მეფობის ბოლო წლებში გაიზარდა ვაჭრობა საქართველოსა და სავაჭრო აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებამ განაპირობა ფულის რეფორმის გატარების აუცილებლობა. საქართველოს სჭირდებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმოქცევისათვის ვარგისი მონეტები. მეფემ ვერცხლის მონეტები ჩაანაცვლა სპილენძის მონეტებით, რომლებზეც წარწერა არაბულ ენაზეა, თუმცა კი მისი შინაარსი ისევ ქრისტიანულია: „მეფეთ მეფე დავითი ... მესიის მახვილი“. ამით დავით მეფემ ქრისტიანული სამეფოს უზენაესობას გაუსვა ხაზი მეზობელ მუსლიმურ რეგიონში. 

დავითის მონეტა და მისი მნიშვნელობა

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა ფასდაუდებელ ისტორიულ წყაროს წარმოადგენს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისათვის. ეჭვს გარეშეა, რომ მონეტის წარწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მაგისტრალური ხაზის ცვლილებაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, მთავრდებოდა ქართულ მონეტებზე ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულების განთავსება. დავით აღმაშენებელი პირველი ქართველი მეფე იყო, რომელმაც სპილენძის მონეტა მოჭრა. ეს უნიკალური მონეტა მოწმობს დავით მეფის მიერ ფულის რეფორმის გატარების ფაქტს. უფრო მეტიც, მეფემ ქვეყნის გაერთიანება სახელმწიფოს უმაღლეს იურიდიულ დოკუმენტზე - ფულზე დააფიქსირა. 

სხვა ქართული მონეტები

6 გრ • 14/23 მმ • სპილენძი

ავერსი: ლეგენდა: მეფე მეფეთა მესიის მახვილი.

რევერსი: ლეგენდა: მაჰმუდ სულთანი უზენაესი ბენ მუჰამად.

სავარაუდოდ 1122 წელი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექცია

საინვენტარო #4076

0.56 გრ • 23/24 მმ • ვერცხლი

ავერსი: ვლაქერანის წმ. ღვთისმშობლის გამოსახულება. ლეგენდა: დედა ღვთისმშობლისა

რევერსი: ცენტრში ტოლმკლავიანი ჯვრის გამოსახულება. ლეგენდა: ქრისტე ადიდე დავით მეფე და სევასტოსი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექცია

საინვენტარო #22444

0.73 გრ • 25/26 მმ • ვერცხლი

ავერსი: ვლაქერანის წმ. ღვთისმშობლის გამოსახულება. ლეგენდა: დედა ღვთისმშობლისა

რევერსი: ლეგენდა: ქრისტე ადიდე დავით აფხაზთა მეფე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექცია

საინვენტარო #22445