საგანმანათლებლო ჰაბები ანუ გაუმჯობესებული უნარები უკეთესი საზოგადოებისთვის არის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებს დაეხმაროს შეიძინონ დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. 

ძირითადი აქტივოვები მოსწავლეებისთვის:

  • ინგლისური ენის კარგი სწავლება კომუნიკაციის უნარზე, პიროვნულ ზრდასა და ინოვაციურ, ინტერაქტიულ მიდგომებზე ყურადღების გამახვილებით;
  • ძირითადი უნარები და დებატები, მოლაპარაკება და დიალოგი (DND),მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და დებატების უნარის განვითარება თემატური დისკუსიების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს ტოლერანტობის, ურთიერთგაგებისა და დიალოგის აღქმის ხელშეწყობას.

ძირითადი აქტივობები მასწავლებლებისთვის:

  • სწავლების მეთოდოლოგია და DND სასწავლო კურსები, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებისა და რესურსების გამოყენებით, რათა მასწავლებლებს დაეხმაროს სწავლების უნარის განვითარებასა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში. ეს ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფრო ფართო საზოგადოებაში;
  • ძირითადი უნარების მეთოდოლოგიის მოსამზადებელი კურსები, რომლებიც ეხმარება ინგლისური ენის პედაგოგებს, მოსწავლეებს განუვითარონ კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარი;
  • მასწავლებელთა აქტივობის ჯგუფები (TAGs), რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ ლატფორმას მასწავლებლების შესაკრებად ახალი იდეების, სწავლების პრაქტიკისა და ადგილობრივი საჭიროებების განსახილველად.

ძირითადი აქტივობები თემებისთვის

  • სათემო ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული ჰაბებუს თემებში მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და ლიდერების შეკრებას, მათ სასწავლო და განვითარების ღონისძიებებში ჩართვას;
  • დებატების კონკურსი, კრიტიკული აზროვნების, პრობლემების მოგვარებისა და კომუნიკაციის წასახალისებლად და აღსანიშნავად ახალგაზრდა მოსწავლეებსა და მათ თემებში;
  • მასწავლებლების სამუშაო შეხვედრები TAG-ების მონაწილეებისთვის, სასწავლო მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და მასწავლებლების მიღწევების აღსანიშნავად.

მთლიანობაში 13 საგანმანათლებლო ჰაბი ამოქმედდება საქართველოს რეგიონებსა და ცენტრიდან დაშორებულ თემებში.  ამ საგანმანათლებლო ჰაბების 26 მასწავლებელი რეგულარულად ჰაბებში დაესწრება ტრენინებს და მენტორების საშუალებით შეისწავლიან როგორ გაუძღვნენ საუკეთესო სახის ინგლისური ენის სწავლების, დიალოგის და დებატების სესიებს.  მთლიანობაში 100-ზე მეტი მასწავლებელი გაიუმჯობესებს პროფესიულ ცოდნას ძირითადი უნარების ტრენინგებით. 3 წლის განმავლობაში ინგლისური ენის დაახლოებით 450 მასწავლებელი ჩაერთვება TAG-ებში და პედაგოგემისთვის დაგეგმილ აქტივობებში.  ასევე სამი წლის განმავლობაში  TAG-ების მონაწილე, ინგლისური ენის 60 მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატი Teaching Knowledge Test (TKT).

ყოველწლიურად საშუალოდ 2,800 ბავშვი ჩაერთვება საგანმანათლებლო ჰაბების აქტივობებში (ინგლისურის და დებატების სესიებში). ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 12,480 მოსწავლე გაიუმჯობესებს ინგლისური ენის ცოდნას და ძირითად უნარებს არაპირდაპირი ჩართვით, რამდენადაც მათ ჩვენს მიერ დატრენინგებული პედაგოგები ჩაუტარებენ გაკვეთილებს.