ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამატებითი ზომები

მადლობას გიხდით მოთმინებისათვის ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში. ახლა კი დროა დავუბრუნდეთ სასწავლო მიზნებს და გითხრათ, რომ მოუთმენლად გელით თქვენ და თქვენს შვილებს.

თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს სასწავლო ცენტრსა და საგამოცდო სივრცეებში დამატებითი ზომები იქნა მიღებული.

რეგულაციები ჩვენს სასწავლო ცენტრებში

დამატებითი სანიტარული ნორმები

  • მეცადინეობების შუალედი გაიზარდა, რათა აღნიშნული დრო საკმარისი იყოს გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ზედმიწევნით კარგად დასუფთავებისათვის.
  • ჩვენი სასწავლო ცენტრი ყოველი დღის ბოლოს სათანადოდ იქნება დასუფთავებული.

ფიზიკური დისტანცია

  • ჩვენ დავიცავთ ყველა სახის რეგულაციას, რომელიც მიღებული იქნება ადგილობრივი ინსტიტუციების მიერ. სწორედ ამიტომ, მეტი უსაფრთხოებისათვის შევამცირეთ სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა და ასევე შევზღუდეთ ვიზიტორებისა და ბრიტანეთის საბჭოს გუნდის წევრების რაოდენობა შენობაში.
  • გამცილებლები გააკონტროლებენ ბავშვებისა და მოზარდების ნაკადს მეცადინეობამდე, მეცადინეობის შემდგომ და შესვენებების დროს.
  • შესვენებები იქნება სხვადასხვა დროს ყველა ჯგუფისთვის შესაბამისად, ერთ სართულზე არც ერთი ჯგუფის შესვენება არ დაემთხვევა.
  • შენობის შიგნით, მონიშნული იქნება ადგილები, რათა სტუდენტებს შევახსენოთ დისტანციის დაცვის აუცილებლობა მათივე უსაფრთხოებისათვის.

ხელის სადეზინფექციო ხსნარები

  • ხელის სადეზინფექციო ხსნარები ხელმისაწვდომი იქნება ყველა სართულზე, მომხმარებელთა მომსახურების სივრცეში.
  • ანტიბაქტერიული ხელსახოცები ხელმისაწვდომი იქნება ყველა საკლასო ოთახში.

პირბადეები

  • ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტუდენტებს, მომხმარებლებსა და გუნდის წევრებს (მასწავლებლებისა და მასწავლებელთა ასისტენტების ჩათვლით), რომ ეკეთოთ მათივე პირბადეები შემოსვლისას, გასვლისასა და შენობაში ყოფნის დროს.
  • მასწავლებლებს, მასწავლებლების დამხმარეებსა და მომსახურების გუნდის წევრებს შესაძლოა ეკეთოთ დამცავი ფარებიც.

სივრცის განიავება

  • საკლასო ოთახის ფანჯრები და კარი მეტწილად იქნება ღია, რათა მოხდეს მისი განიავება.

სასწავლო ცენტრში შემომსვლელთა რაოდენობის შეზღუდვა

  • ფიზიკური დისტანციის წესების დაცვის მიზნით, მშობლების შემოსვლა ჩვენს სასწავლო ცენტრებში შეზღუდული იქნება. მხოლოდ სტუდენტები, მომხმარებლები და თანამშრომლები შეძლებენ სასწავლო ცენტრებში შემოსვლას. რაც შეეხება მშობლებს, მეურვეებსა და თანმხლებ პირებს, ვთხოვთ, შენობაში ბავშვებს შემოყვნენ  მეცადინეობების დაწყების მხოლოდ პირველ დღეს. ამის შემდეგ, ისინი აღარ დაიშვებიან შენობაში, შესაბამისად ბავშვებს დატოვებენ შემოსასვლელ კართან  და მეცადინეობის დასრულების შემდეგ წაიყვანენ.
  • მომხმარებლები ან ჩვენი გუნდის წევრები, რომელთაც აღენიშნებათ გაციების/გრიპის სიმპტომები ან პირები, რომლებიც კარანტინში უნდა იმყოფებოდნენ შენობაში არ დაიშვებიან.

რეგულაციები საგამოცდო სივრცეში

გამოცდების კანდიდატებისა და თანამშრლომლების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია. საგამოცდო ცენტრის ფუნქციონირებისას ჩვენ ვითვალისწინებთ შემდეგს: 

  • ჩვენ უზრუნველვყოფთ ადგილობრივი მთავრობის და ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების რეგულაციების დაცვას. 

  • საგამოცდო ცენტრის თანამშრონლებს ვაცნობთ უახლეს ინფორმაციას როგორ მოიქცნენ და მოემზადონ კანდიდატების მოსვლამდე.

იმისთვის, რომ ჩვენი საგამოცდო ცენტრები იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, ჩვენ მივიღეთ შემდეგი ზომები:

  • თითოეული საგამოცდო სესიის ჩატარებამდე საგამოცდო სივრცე გულმოდგინედ სუფთავდება.
  • კომპიუტერული ტესტების ჩაბარების შემთხვევაში ყველა საჭირო მოწყობილობა წინასწარ მუშავდება - უკეთდება დეზინფექცია.
  • ჩვენი თანამშრომლები ატარებენ პირბადეს, სახის დამცავ ფარს და ხელთათმანს.
  • თქვენ მოგეთხოვებათ საგამოცდო სივრცეში ატაროთ პირბადე და მუდმივად დაიცვათ 2 მეტრის ფიზიკური დისტანცია.
  • თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ გეკეთოთ ლატექსის (სამედიცინო) ხელთათმანი.
  • ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდის ჩატარების ადგილებში  სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგებას და გთხოვთ ყველა კანდიდატს რეგულარულად გამოიყენოთ ისინი, ასევე  დაიბანოთ ხელები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
  • თქვენ მოგეთხოვებათ გამოცდაზე თან იქონიოთ საჭირო საკანცელარიო ნივთები. იმ შემთხვევაში თუ თან არ გექნებათ კალამი და ფანქარი, ჩვენ მოგაწვდით მათ და გამოყენების შემდეგ დავამუშავებთ სადეზინფექციო საშუალებებით.

See also