რა არის კომპიუტერული IELTS ტესტი?

ჩვენ  გავაადვილეთ და კიდევ უფრო მოსახერხებელი გავხადეთ თქვენთვის IELTS ტესტის ჩაბარება. თქვენ შეგიძლიათ ტესტი კომპიუტერულად ჩააბაროთ. კომპიტერული IELTS ტესტის შემთხვევაში ტესტის სმენის, კითხვის და წერის ნაწილს ჩააბარებთ კომპიუტერულად.  გამოცდის საუბრის ნაწილს კვლავ პირისპირ გაივლით IELTS გამომცდელთან, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა თქვენი საუბრის უნარების შესაფასებლად.

იმისათვის რომ მეტი შეიტყოთ ტესტის ფორმატის შესახებ ეწვიეთ გვერდს ჩააბარეთ კომპიუტერული IELTS ტესტი

კომპიუტერული IELTS ტესტის სადემონსტრაციო ვიდეოები

ჩვენ შევქმენით ონლაინ ვიდეოების სერია  კომპიუტერული IELTS გამოცდისთვის, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ როგორ მუშაობს სმენის, კითხვის და წერის კომპონენტები კომპიუტერზე და გაჩვენოთ სხვადასხვა ფუნქციები. დარწმუნდით, რომ გაეცნობით ყველა ვიდეოს, რათა გამოცდის დღეს იყოთ უფრო თავდაჯერებული და მომზადებული.

როგორ მოვემზადოთ კომპიუტერული IELTS ტესტისთვის?

იმისათვის, რომ დაგეხმაროთ კომპიუტერული IELTS ტესტისთვის მოსამზადებლად, შევადგინეთ ჩვენი ელექტრონული პრაქტიკული სავარჯიშოების სია, რომელთა გამოყენებაც უფასოდ შეგიძლიათ. მასალები დაგეხმარებათ მოემზადოთ ტესტის სხვადასხვა კომპონენტისათვის და ბოლოს საშუალება გექნებთა თქვენი ცოდნა შეამოწმოთ ონლაინ საჩვენებელი ტესტის საშუალებით.

სმენის, კითხვის და წერის მოსამზადებელი ტესტები

დასაწყისისთვის გადადით ვებგვერდზე Take IELTS  და სცადეთ ჩვენი პრაქტიკული ტესტები, რომლებიც ფოკუსირდება სმენის, კითხვის და წერის კომპონენტებზე. აქ შეგიძლიათ ნახოთ ტესტები როგორც IELTS აკადემიური, ისე ზოგადი მოდულისათის.

ჩააბარეთ კომპიუტერული IELTS ტესტის იმიტაცია

მას შემდეგ რაც გაივლით ჩვენს მოსამზადებელ ტესტებს, შეგიძლიათ გააგრძელოთ მომზადება კომპიუტერული IELTS ტესტის იმიტაციით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი პარტნიორების მიერ.

მიყევით ბმულს IELTS აკადემიური, ან IELTS ზოგადი მოდული, აირჩიეთ კომპონენტი, რომლისთვისაც გსურთ მომზადება, დააჭირეთ ღილაკს ტესტისთვის მომზადება  და აირჩიეთ სავარჯიშოების პირველი ნაკრები.

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ წვდომა მასალებზე,  ქვემოთ იხილეთ ვიზუალური სახელმძღვანელო.

აქ შესაძლებელია გაეცნოთ მითითებებს როგორ ისარგებლოთ უფასო პრაქტიკული ტესტებით გამოცდის თითეული კომპონენტისთვის Clarity პლატფორმიდან.

ვიდრე ამ გვერდზე ხართ შეგიძლიათ აგრეთვე გადახედოთ ვიდეო მიმართვებს და რჩევებს ტესტის კანდიდატებისაგან. გირჩევთ გამოიყენოთ ასევე IELTS ქულების სიმულატორი, რომ უკეთესად გაიგოთ, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ თითოეულ კომპონენტში თქვენთვის სასურველი ქულა მიიღოთ.

თუ ჩვენთან  ჩააბარებთ ტესტს, ასევე წვდომა გექნებათ დამატებითი მასალებზე  ამ ვებგვერდზე უფასოდ!

გაიარეთ საჩვენებელი ტესტი

როგორც კი დარწმუნდებთ, რომ მზად ხართ ტესტისთვის, შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენი კომპიუტერული IELTS საჩვენებელი ტესტი. საჩვენებელი ტესტი სრულიად შეესაბამება ტესტის შინაარს და სტრუქტურას, ამიტომ გირჩევთ მის გავლას რათა თავი იგრძნოთ უფრო მშვიდად და მომზადებულად გამოცდის დღეს.

გაითვალისწინეთ, ტესტი მოიცავს სმენის, კითხვის და წერის ნაწილებს და გრძელდება ორი საათი და ოცდაათი წუთი, ისევე როგორც ნამდვილი ტესტი. შეგიძლიათ გაიაროთ როგორც IELTS აკადემიური, ისე ზოგადი მოდულები.