ენის შეფასების სისტემა შექმნილი თქვენი საჭიროებისათვის
ბრიტანეთის საბჭოს აქვს 80 წლიანი გამოცდილება ენის სწავლებასა და ტესტირებაში მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენს მუშაობას ენის შეფასების სფეროში ხელმძღვანელობენ ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები და გააჩნია ყოვლისმომცველი კლევების ბაზა. ამ ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, ჩვენი ენის შეფასების საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო სამსახური გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის მხარდაჭერას.
ჩვენი ენის შეფასების საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო სამსახურის გუნდი მუშაობს სამინისტროებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა მხარი დაუჭიროს და გასცეს შესაბამისი რჩევები შეფასებასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, პოლიტიკოსებისა და პედაგოგების ჩათვლით, ადგილობრივი განათლების სისტემებში ენის შეფასების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და პოზიტიური გავლენის მისაღწევად.
ამას ვაკეთებთ:
- ენის შეფასებასთან დაკავშირებული ტრენინგის ჩატარებით
- არსებული შეფასების სისტემების ანალიზით
- ხალისხის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვით
- ფართომასშტაბიანი ტესტირების პროექტების მიწოდებისა და განხორციელების მხარდაჭერით
- მდგრადი ადგილობრივი შეფასების სისტემების განვითარების მხარდაჭერით
- ენის შეფასების ინსტრუმენტების საერთო ევროპულ და სხვა ჩარჩოებთან შესაბამისობაში მოყვანით
ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტების მდგრადობას ადგილობრივი გუნდების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერით, რაც მათ დაეხმარება ადგილობრივად დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები ენის შეფასების სისტემაში.