21 ნოემბერს ბრიტანულ-ქართული კოპროდუქციის „ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა შედგა, რომელიც წარმოადგენს ბათუმის დრამატული თეატრის და ლონდონის ახალგაზრდული თეატრის - ‘Unicorn Theatre’ - ის პარტნიორობის პირველ შედეგს. სწორედ უნიკორნ თეატრის რეკომენდაციით, ბრიტანელი რეჟისორი თარეკ ისკანდერი- უკვე ზაფხულში შეუდგა მუშაობას.
„ზამთრის ზღაპარი“ თანამედროვე დრამატურგის - იგნას კორნალისენის პიესაა, იმის შესახებ თუ როგორ იდგმება თეატრში შექსპირის „ზამთრის ზღაპარი“ და როგორ ვითარდება შემოქმედებითი ჯგუფის პირადი ურთიერთობები სპექტაკლზე მუშაობის პროცესში.
ამ პროექტის მეშვეობით მეორედ შედგა თანამშრომლობა ბრიტანულ და ქართულ თეატრებს შორის ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში. დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქვე