ბრიტანეთი/საქართველო 2019-ის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭომ საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საცეკვაო კომპანია Studio Wayne McGregor-სა და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს შორის, რომლის საფუძველზეც. თბილისში გაიმართება 45 წუთიანი წარმოდგენა - O2, სკანერის მუსიკით. პროექტის მხატვრულ მხარეზე მუშაობს Studio Wayne McGregor, კომპანიის მოცეკვავეები და ქორეოგრაფები ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით გამართავენ წარმოდგენას თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას.
წარმოდგენა გაიმართება 15.00, 16.00 და 17.00 საათზე ირბელიანის მოედანზე თბილისში.