ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.
2020 წლის 27 მაისის ონლაინ სესიის თემა იყო "როგორი იქნება ონლაინ სწავლების მოდელები მომავალში?"
უკვე მრავალი კვირაა, რაც კოვიდ-19-მა ძირეულად შეცვალა სტუდენტების განათლების მოდელი მთელს მსოფლიოში და ელექტრონული სწავლების კუთხით ინოვაციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ ახალი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, სადაც დაინტერესებული მხარეები სხვადასხვა პლატფორმების გაციფრულებას მიმარტავენ ონლაინ სწავლების ეფექტურად განსახორციელებლად.
- დააჩქარებს თუ არა კოვიდ-19 მსოფლიოში უნივერსიტეტების მიერ ინოვაციური გზების გამონახვას და როგორ გამოიყენებენ ისინი ამ ინოვაციებს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში?
- ექნება თუ არა ამ პარტნიორობებს და საქმიანობის განხორციელების ახალ მოდელს ხანგრძლივი ეფექტი და როგორ უზრუნველვყოთ, რომ მათი გამოყენება სასარგებლო იყოს ამ სერვისების საბოლოო მომხმარებლებისთვის - სტუდენტებისთვის?
- ამას გარდა, მაშინ როცა მსოფლიო მოსახლეობის 60% მეტს აქვს ონლაინ წვდომა, როგორ უნდა უზრუნველყონ განათლების სერვისის მომწოდებლებმა რომ ციფრული ზღვარი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს?
ჩვენ შევეცადეთ გვეპასუხა ყველა ამ კითხვისთვის. საუბარი იყო ინტერაქტიული. შესაძლებელი იყო დისკუსიაში ჩართვა და მომხსენებლებისთვის კითხვების დასმა.
მომხსენებლების შესახებ
- მოდერატორი სემ გრანინგერი - ახალი პროდუქტების შემუშავების დეპარტამენტის უფროსი (ციფრული პროდუქტები), ბრიტანეთის საბჭო. სემი ხელმძღვანელობს ონლაინ სწავლა-სწავლების ახალი პროდუქტების შექმნა-დანერგვას ბრიტანეთის საბჭოში.
- იან დანი - უფროსი აკადემიური ოფიცერი, Provost Coventry University Group. იანი უზრუნველყოფს სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და მმართველ გუნდს ეხმარება კორპორატიული სტრატეგიის განხორციელებაში. აქ მოიაზრება განათლების და სტუდენტთა გამოცდილების, კვლევის, მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებები. 2016 წელს იანს მიენიჭა გარდიანის ჯილდო უმაღლესი განათლების ნომინაციაში “Inspiring Leader of the Year”.
- ჯასთინ ქუქი - კონტენტის და პარტნიორული თანამშრომლობის უფროსი ოფიცერი, FutureLearn. ჯასთინს შთამბეჭდავი გამოცდილება გააჩნია მედიის, მარკეტინგის და ტექნოლოგიების კუთხით და იგი შესულია საუკეთესო ასეულში სახელწოდებით "Wired Top 100" ასევე ორგანიზაციამ "Econsultancy" დაასახელა ბრიტანეთში რიგით მეორე ყველაზე გავლენიან კონსულტანტად ციფრულ ტექნოლოგიებში. იგი ასევე შესულია ბრიტანეთის ციფრული დიდების დარბაზში და სულ ახლახანს ბიზნეს ინსაიდერმა დაასახელა როგორც "ბრიტანეთში ტექნოლოგიების ყველაზე ძლიერი ინვესტორი"
- დმიტრო შერენგოვსკი - საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, Ukrainian Catholic University. მისი მთავარი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე თეორიები, საერთაშორისო კონფლიქტები, ადამიანის უფლებები საერთაშორისო პოლიტიკაში და უშიშროების საკითხები.