ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.
ამ კვირაში ონლაინ სესიის თემა იყო "როგორ უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტებმა სტუდენტების ჩართულობა და მათი მოტივირება?"
რამდენადაც სულ უფრო მეტი უნივერსიტეტი გადადის ონლაინ სწავლებაზე და ნაკლებია კამპუსებში დაბრუნების შესაძლებლობა, არსებულ სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ინტერაქტიული დამოკიდებულება სულ უფრო დიდ გამოწვევად მოიაზრება.
- როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სტუდენტი ნამდვილად აქტიურადაა ჩართული ონლაინ სწავლაში?
- როგორ უნდა მოვახერხოთ მომავალი თაობის უფრო აქტიური ჩართვა და მოტივირება?
იხილეთ ონლაინ სესიის ჩანაწერი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე სტუდენტებთან ურთიერთობაში მას შემდეგ, რაც პირისპირ სწავლება შემცირდა, ზოგან კი სრულიად შეწყდა.
მომხსენებლების შესახებ
დოქტორი ლიზ მარი - ვიცე კანცლერი (სტუდენტებთან ურთიერთობა), The Open University. ლიზი უზრუნველყოფს სტუდენტების განვითარებისა და ცოდნის ამაღლების საკითხების მოგვარებას, მათ შორის სტუდენტების შენარჩუნებას, მათ წინსვლას, მიღწევებს და მოთხოვნებს, რესურსებზე წვდომისა და წარმატების შესაძლებლობების გაფართოვებას, დასაქმებას, ხარისხის კონტროლს.
დევიდ უაითი - ციფრული ტექნოლოგიების სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, University of the Arts London. დევიდი კურირებს ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლებას, მათ შორის აკადემიური პერსონალის დახმარებას ონლაინ გარემოს ეფექტურად გამოყენებაში პედაგოგიური მიზნებისთვის. დევიდი საერთაშორისო წრეებში ცნობილია როგორც ე.წ. "Visitors and Residents paradigm"-ის ექსპერტი და დაინტერესებულებს ეხმარება ახსნას როგორ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ონლაინ გარემოში.
დოქტორი ჯენ ბამფორდი - საერთაშორისო უმაღლესი განათლების პროფესორი და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების დეპარტამენტის უფროსი, London Metropolitan University. მისი კვლევის სფეროა სტუდენტების უმაღლესი განათლება - ქცევის თავისებურებები, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო სტუდენტების გამოცდილება.
სენა ჩათალი - კვლევის ასისტენტი, სტუდენტური კომიტეტის წევრი, Turkish Higher Education Quality Council. სენა ამჟამად სამაგისტრო ხარისხს იცავს არქიტექტურის და ურბანიზაციის სფეროში (TED University) და აქტიურადაა ჩართული უმაღლესი განათლების ხარისხის კონტროლის საბჭოს სტუდენტური კომიტეტის საქმიანობაში.
მოდერატორი - ქევინ ვან ქაუთერი, ბრიტანეთის საბჭო.