ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას, რომლებიც დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ კოლეგებს მთელი მსოფლიოდან და გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. 2020 წლის 20 მაისს ჩვენ გვქონდა ვებინარი თემაზე "როგორ მოხდება ონლაინ შეფასება უნივერსიტეტებში?"
კოვიდ-19-მა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია უნივერსიტეტებზე მთელს მსოფლიოში. უმაღლეს სასწავლებლებს პანდენიის გამო სწრაფად მოუხდათ სწავლა-სწავლების და შეფასების პროცესის ონლაინ რეჟიმში გადატანა.
ამ სესიაზე ჩვენ განვიხილეთ ის ინოვაციური შესაძლებლობები, რომლებსაც ონლაინ შეფასება ქმნის, მაგრამ ამასთან ერთად ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც დაკავშირებულია ეთიკურ საკითხებთან ტექნოლოგიებზე წვდომის თვალსაზრისით, აგრეთვე ინფორმაციის დაცულობასა და ტესტის უსაფრთხოებასთან. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებით შეფასების ზეგავლენაზე სწავლა-სწავლებაზე.
სესიის ბოლოს მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს.
ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ
- მოდერატორი დოქტორი ვიქტორია კლარკი - გლობალური შეფასების მენეჯერი, ბრიტანეთის საბჭო.
- დოქტორი პატრიკ ბოუგანი - უფროსი მრჩეველი სწავლების საკითხებში, ორგანიზაცია "Advance HE".
- პროფესორი იორამ კალმანი - ეკონომიკის და მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი, ისრაელის ღია უნივერსიტეტი.
- პროფესორი ბარი ო'სალივანი - შეფასების კვლევის და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ბრიტანეთის საბჭო
ჩვენ ყოველ კვირეულად ვიკრიბებით უმაღლესი სასწავლებლების პროფესიონალებთან ერთად და ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და იდეებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.