Selector PRO 2022, image
Date
პარასკევი 18 თებერვალი 2022შაბათი 19 თებერვალი 2022

მუსიკის რიგით მეხუთე საერთაშორისო ფორუმი Selector PRO  დაბრუნდა! ნახეთ ონლაინ რეჟიმში პირდაპირი ჩართვა 2022 წლის 18 და 19 თებერვალს!

წელს ფორუმზე განხილული იქნება მუსიკის სფეროს ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევბი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მაინც ერთი ნაბიჯით წინ იყოთ, როცა საქმე სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.  ჩვენ ვცდილობთ მუსიკის სფერო გავაძლიეროთ - ეს კი ნამდვილად რთული საქმეა და ორმხივ მხარდაჭერას და ძალისხმევას მოითხოვს - კერძოდ კი ვიმუშაოთ, როგორც „მუდმივად ცვალებადი ახალი რეალობა“ გვკარნახობს.  რას ნიშნავს ეს? პასუხი მარტივია. ფორუმი Selector PRO 5 თავს უყრის ასობით პროფესიონალს ბრიტანეთიდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზების საძიებლად.

ფორუმი ტარდება 2002 წლის 18 და 19 თებერვალს და მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ თემებთან დაკავშირებულ 8 პანელ-დისკუსიას.

როგორ მოხდება ეს? ფორუმი Selector PRO ითვალისწინებს მოდერატორების მიერ 8 პანელ-დისკუსიის მიძღვნას მუსიკალური ინდუსტრიისთვის. ჯეინ ბიიზი  (The Factory, Manchester International Festival, დიდი ბრიტანეთი) და პოლ მაკგივენი ( Playbook Artists, დიდი ბრიტანეთი), ასევე ბერილ სარიალთუნი (პროექტი „Turkey’s My City My Voice“, თურქეთი) განიხილავენ რა ზეგავლენა იქონია ამ წლებში  პანდემიამ ინდუსტრიაზე და გაგვიზიარებენ ამ პერიოდი  წარმატებული გამოცდილების და დისტანციური თანამშრომლობის საინტერესო მაგალითებს გაგვიზიარებენ. დონა ქლოუზი (5G Festival, დიდი ბრიტანეთი) უახლოეს მოვლენებზე, როცა ჰიბრიდული ღონისძიებები ჩატარდა, მასთან ერთად ანტონ ვოლოვიკი (Reface, უკრაინა) იქნება,  რომელიც ისაუბრებს როგორ შეუძლიათ მუსიკოსებს უფრო  დააინტერესონ და გააქტიურონ აუდიტორია. ჯოითი (Rinse FM DJ, დიდი ბრიტანეთი), ელი ჯაილზი  (Step Music Management, დიდი ბრიტანეთი), ანასტასია ბაბიჩევა (Masterskaya, უკრაინა) და ფსიქოლოგი ვერა კრავჩენკო (უკრაინა) ისაუბრებენ როგორ გავუმკლავდეთ ინტერნეტით გავრცელებულ ნეგატივსა და სიძულვილს. 

შაუნი კაბალერო (Go 2 Agency, დიდი ბრიტანეთი) ჩაატარებს ვორკშოპს საავტორო უფლებებზე, კონკრეტულად რაც   ციფრული მუსიკის ბაზრის ბუმს უკავშირდება. იგი ისაუბრებს საკუთარი ნამუშევრის დაცვასა და შექმნილი ონლაინ კონტენტის შესაბამისი ანაზღაურების მიღებაზე, დადგენილი წესების მიხედვით, ასევე როგორ უნდა მოიქცეთ, როცა მესამე მხარე თქვენს ნაშრომს უნებართვოდ იყენებს. ამას გარდა, შეხვდებით წარმომადგენლებს ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური ბაზრიდან - ჯონ დანს (Parallel Lines, დიდი ბრიტანეთი) და გიორგი კიკონიშვილს (Electronauts / Bassiani / Horoom Nights, საქართველო). ისინი ისაუბრებენ თუ როგორ აყალიბებენ თავიანთ გუნდებს, მეთოდებს, როგორ ახერხებენ გადარჩენას ბოლო ორი წლის განმავლობაში და როგორ ქმნიან დამოუკიდებელ მუსიკას თავიანთ ქვეყნებში. კლერ ონეილი (Greener Festival, ამავდროულად Green Group for the Association for Electronic Music ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  დიდი ბრიტანეთი)  ფეიმატა კონტეჰთან (გარემოს დაცვის მენეჯერი, Manchester International Festival, დიდი ბრიტანეთი) და უკრაინელ აქტივისტთან  ვერა ლოგდანიდისთან (Rhythm Büro) ერთად  გაძღვებიან დისკუსიას და განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის როლს კლიმატური ცვლილებების კონტროლში. ასევე ისაუბრებენ როგორ შეუძლიათ ხელოვანებს და მსმენელებს მეტი წვლილი შეიტანონ უფრო მდგრადი მუსიკალური სექტორის ჩამოყალიბებაში და სისტემური ცვლილების განხორციელების პრაქტიკულ რჩევებსაც გააცნობენ.

ამას გარდა, ვეძებთ თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს, განვიხილავთ ონლაინ სივრცეში დროის ეფექტურ მენეჯმენტს, ონლაინ რეჟიმში გუნდების ჩამოყალიბების, აუდიტორიის მოზიდვის, მონეტიზაციის საკითხებს.

Selector PRO კონფერენციის ონლაინ პლატფორმა გამოსაყენებლად ძალიან მარტივია და პროფესიული კავშირების დამყარების, ინტერაქტიული ვორკშოპების და დისკუსიების გამართვის საშუალებას იძლევა. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალური შეხვედრების ონლაინ სივრეები, და რესურსების ბიბლიოთეკა, სადაც ონლაინ ტრანსლაციის გნამეორებით ნახვაა შესაძლებელი.

ამასთან, თქვენ აღარ უნდა იდარდოთ ფასზე. ციფროლუ ფორუმი "Selector PRO" უფასოა და წინასწარ რეგისტრაციას მოითხოვს. დასასწრებად მხოლოდ სარეგისრაციო ფორმა უნდა შეავსოთ აქვე

ღონისძიების დაწყებამდე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას და მითითებას, როგორ შეხვიდეთ და ისარგებლოთ ონლაინ  სივრცით.

შეიტყვეთ მეტი იმ ღონისძიებებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც განხორციელდა  Selector PRO პროეტის ფარგლებში.