ამჯერად ჩვენი ონლაინ სესიების სერიის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: გვესაუბრება ანტრეპრენერი" მონაწილეებს გააცნობს წარმატებულ ანტრეპრენერებს, რომლებიც გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მოსაზრებებს საკუთარი ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებით. ამ ონლაინ სესიაზე დამსწრე აუდიტორია გაიცნობს ინტელექტუალური საკუთრების ორ ექსპერტს ბრიტანეთიდან.
გაინტერესებთ უკეთ გაიგოთ რა არის ინტელექტუალური საკუთრება და რითი განსხვავდება საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშანი, დაპატენტება და დიზაინი ერთმანეთისგან? გსურთ იცოდეთ რატომ არის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრება, როგორ იცავს ის თქვენს ნაშრომს და სად შეიტყოთ მეტი? შემოუერთდით ჩვენს პირდაპირ ჩართვას ბრიტანელ ექსპერტებთან ფეისბუქ გვერდზე 22 ოქტომბერს 15.00 საათზე.
ჩვენი მომდევნო სესია შედგება 22 ოქტომბერს, ორ ბრიტანელ სპიკერთან ერთად და თემა იქნება: „საუბარი ინტელექტუალურ საკუთრებაზე“. |
სპიკერების შესახებ:
ნარდი დანიელი
ნარდი არის ინტელექტუალური საკუთრების კანონის ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (World Intellectual Property Organization). მას ბრიტანული განათლება აქვს მიღებული როგორც სამართალში, ისე ბიზნესის მენეჯმენტში. იგი ბოლო ათი წლის განმავლობაში მუშაობდა კორპორაციულ და იურიდიულ სექტორებში დიდი ბრიტანეთისა და ინგლისურენოვან კარიბების იურისდიქციებში ერთა თანამეგობრობის (Commonwealth) ფარგლებში. როგორც ინტელექტუალური საკუთრების კუთხით განათლების დიდი მხარდამჭერი, ნარდი აქტიურად არის ჩართული გლობალურ ინიციატივებში ტექნიკურ და ცოდნის გაღრმავების დონეზე, განსაკუთრებით განვითარებად, ნაკლებ განვითარებულ თუ გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში.
ბენ სნაიპი
ბენი არის ბრიტანეთსა და ევროპაში მომუშავე პატენტრწმუნებული, იგი წარმოადგენს დამაარსებელ პარტნიორს ფირმისა SC Patents. მისი ყოველდღური საქმიანობა მოიცავს საპატენტო განაცხადების მომზადებასა და აღსრულებას რიგი ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით საინჟინრო, პროგრამული და სამედიცინო გამოგონებების მიმართულებით.
დები მაკდონელი (მოდერატორი)
დები ინტელექტუალური საკუთრების მენეჯერია 2013 წლიდან ბრიტანეთის საბჭოში, აქ იგი მონაწილეობს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შემუშავებაში, ატარებს ტრენინგებს და თავაზობს რჩევებს ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებზე. იგი არის რიგი ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების აქტიური წევრი, ისეთების, როგორიცაა: „Museums IP network“, „Copyright Community of Practice for Universities and the Government department“ „Copyright Practitioners Group in the UK“. დების წარმატებით აქვს დამთავრებული ასპირანტურა ბრიტანულ, ამერიკულ და ევროპულ საავტორო სამართლში ლონდონის კინგს კოლეჯიდან.