Date
ოთხშაბათი 08 July 2020
17:0018:00
ადგილმდებარეობა
ონლაინ ღონისძიება პლატფორმაზე Microsoft Teams

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ჩვენი დისკუსიის თემაა: "რამდენად შესაძლებელია აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება ნაკლები ფიზიკური მობილობის პირობებში?"

უნივერსიტეტები თანდათან უფრო ძლიერდებიან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებით მსგავს ინსტიტუციებთან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

  • ნაკლები ფიზიკური მობილობის პირობებში შევძლებთ თუ არა გავაგრძელოთ საერთაშორისო დონეზე აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერა?
  • კოვიდ-19-ის გამო იქნება თუ არა ხელმისაწვდომი მონაცემთა მსოფლიო ბაზები მეცნიერებისა და მკვლევარების მეტი ჯგუფებისთვის?

შემოგვიერთდით და ერთად განვიხილოთ ის შესაძლო გზები, რომელთა საშუალებითაც უნივერსიტეტები, მეცნიერები და მკვლევარები მაინც შეძლებენ მჭიდრო თანამშრომლობას მაშინაც კი თუ მოგზაურობა შეიზღუდება. მომხსენებლები სესიის მიმდინარეობისას უპასუხებენ თქვენს კითხვებს.

მომხსენებლების შესახებ                                                               

პროფესორი ქეროლ მანდელი - უფროსი მრჩეველი მეცნიერების საკითხებში, Foreign and Commonwealth Office. ის არის ექსტრაგალაქტიკური ასტრონომიის დარგის პროფესორი, ბასის უნივერსიტეტის (University of Bath) ასტროფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი და ფიზიკის ინსტიტუტის სტიპენდიანტი, მსოფლიო დონის მეცნიერი,  ხშირად იწვევენ მომხსენებლად საერთაშორისო კონფერენციებზე.  პროფესორი მანდელი სტრატეგიული მნიშვნელობის მრჩეველთა არა ერთი კოლეგიის წევრია როგორც ბრიტანეთში, ისე საზღვარგარეთ. იგი მეცნიერების და მეცნიერებაში მრავალფეროვნების დიდი მხარდამჭერი და ქომაგია. 

ტიმოთი ბრანდელი - კვლევისა და შეფასების მიმართულების დირექტორი, Ulster University. ტიმოთი ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კვლევის სტრატეგიას, მმართველობასა და ადმინისტრირებას, ასევე უძღვება ცოდნის გადაცემისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებას. მას უჭირავს ულსტერის უნივერსიტეტის ჯილდოს მფლობელი საინვესტიციო კომპანიის "Innovation Ulster Ltd" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.  

ალია სემბაიევა - ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი, Kazakhstan PhD Association. ეს არის არასამთავრობო, მრავალპროფილიანი ორგანიზაცია და აერთიანებს ბრიტანეთის და ყაზახეთის ასზე მეტ ტიტულოვან მკვლევარს, რომელთა მიზანია ორი ქვეყნის მეცნიერთა მჭიდრო თანამშრომლობა.

პროფესორი ანდრეა ნოლანი - დირექტორი და ვიცეკანცლერი, Edinburgh Napier University. ანდრეა არის ედინბურგის სამეფო საზოგადოების და აგრომრეწველობის მეცნიერთა სამეფო საზოგადოებების წევრი, ასევე ვეტერინარიის პედაგოგთა და მკვლევართა საზოგადოების საპატიო წევრი. 2014 წელს იგი გახდა საპატიო ჯილდოს (Order of the British Empire (OBE)) მფლობელი უმაღლესი განათლების და ვეტერინარული მეცნიერებისადმი ერთგული საქმიანობისთვის.

მოდერატორი დენ შაჰი - კვლევის პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ბრიტანეთის საბჭოში. მისი საქმიანობა გულისხმობს კვლევის სტრატეგიული პროგრამის განხორციელდებასა და ამ პროგრამის მიერ ორგანიზაციის კულტურული ურთიერთობის ხედვისა და მისიის მხარდაჭერას, ხელოვნების, განათლების და ინგლისური ენის მიმართულებით.

კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.