Date
სამშაბათი 28 აპრილი 2020პარასკევი 22 მაისი 2020
ადგილმდებარეობა
იხილეთ ონლაინ სესიების ჩანაწერები

პროგრამა შემოქმედებითი ნაპერწკლის სესიები London Metropolitan University-თან პარტნიორობით მოიცავდა ბიზნეს იდეების გენერირების, განვითარების და კომუნიკაციის შემოქმედებითი პროცესის საფუძვლებს. მონაწილეები გაეცნენ როგორ ჩამოაყალიბონ იდეები და ამ იდეებიდან როგორ შეარჩიონ საუკეთესო მასზე სამუშაოდ. სესიებში მონაწილეები ასევე შეისწავლიდნენ როგორ შექმნან მომხმარებელთა ბაზა, შეიმუშავონ და წარმოადგინონ საუკეთესო ბიზნეს ფიჩები და შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ პრაქტიკოსი ანტრეპრენერებისთვის.

იხილეთ ბმულები ონლაინ სესიების ჩანაწერებზე

თარიღი

დრო

სესია

მოკლე აღწერილობა

24.04.2020

13.00

იდეების შემუშავების ვორკშოპი 

შეისწავლით ბიზნეს იდეების გენერირებას

01.05.2020 13.00

დასახულ ამოცანაზე ფოკუსირება

შეისწავლით როგორ განავითაროთ ბიზნეს იდეები დასახული ამოცანიდან, პრობლემიდან

08.05.2020 13.00

მომხმარებლის შესწავლა: საუბარი ადამიანებთან

მომხმარებელთა განვითარება და მომხმარებლებთან ინტერვიუების მომზადება და წარმართვა

15.05.2020  13.00

ფიჩ ბილდერი და სასარგებლო რჩევები

კარგი ფიჩის სტრუქტურის შესწავლა და  მისი პრეზენტაციის რჩევები

22.05.2020  13.00

კითხეთ ანტრეპრენერს

კითხეთ ანტრეპრენერს ყველაფერი, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ: კითხვები აუდიტორიისგან პრაქტიკოს ანტრეპრენერებს.

სპიკერის შესახებ:

ქრის ლეინი არის მხატვარი და უნივერსიტეტის ლექტორი, დაინტერესებულია მეწარმეობით და შემოქმედებითი ინდუსტრიით. იგი ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში (London Metropolitan University) ხელმძღვანელობდა ციფრული მედიის საბაკალავრო კურსს და სწორედ მან შემოიტანა ბრიტანეთში პირველი სოციალური მედიის საბაკალავრო პროგრამა. ის იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული დეკანი და ხელმძღვანელობდა პარტნიორობებს, ამჟამად კი სათავეში უდგას სათემო განვითარებას, ლტოლვილთა პროგრამის სოციალურ კომპონენტს და იუვენოლოგიას. აქტიურადაა ჩართული შემოქმედებითი ნაპერწკლის პროგრამის განხორციელებაში უზბეკეთში და  'Big Idea Challenge' საერთაშორისო კონკურსის ორგანიზებაში.

ასევე იხილეთ