Date
ოთხშაბათი 09 დეკემბერი 2020
17:0018:00
ადგილმდებარეობა
Facebook LIVE პირდაპირი ჩართვა

ჩვენი მორიგი ონლაინ სესია "შემოქმედებითი ნაპარწკალი: გვესაუბრება ანტრეპრენერი" გაგაცნობთ ორ წარმატებულ ატრეპრენერს საქართველოდან, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას და საკუთარ მოსაზრებებს მეწარმეობის შესახებ, კერძოდ კი ტრადიციულ რეწვაზე, როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ვებინარი არის ნაწილი იმ სესიების სერიისა, რომლებიც შემოქმედებითი ნაპერწკლის ფარგლებში თავს უყრის შემდგარ მეწარმეებს საქართველოდან და პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნებიდან და ონლაინ სივრცეში გვთავაზობს დისკუსიას მეწარმეობით დაინტერესებულ აუდიტორიასთან.

სპიკერები ირინა მანია, ხელოვნებათმცოდნე, სოციალური მაღაზია "ეთნოდიზაინის"  ხელმძღვანელიდა ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ისაუბრებენ ტრადიციული რეწვის ასოციაციის შესახებ, როგორ დაიწყეს მუშაობა, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ საქართველოში ტრადიციული რეწვის ოსტატთა პროფესიულად დასაკავშირებლად და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაგვაცნობენ ტრადიციული რეწვის სხვა ინტერსექტორებთან ინტერსექციას.

სესიას მოდერაციას გაუწევს გიორგი რაზმაძე, შემოქმედებითი ნაპერწკლის პროგრამის კოორდინატორი.