Date
კვირა 24 სექტემბერი 2017
10:0017:45

წინა წლების წარმატებული გამოცდილების შემდეგ ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების  EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრი ორგანიზაციები სკოლის მოსწავლეებს იწვევენ ენების ევროპული დღის აღსანიშნავად ქ. თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება ამა წლის 24 სექტემბერს, 11:00 საათზე. რეგისტრაცია იწყება 10:00 საათიდან.

პროგრამა მოიცავს არაჩვეულებრივ კონკურსებსა და სადემონსტრაციო გაკვეთილებს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში წარიმართება. მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულთუ ენობრივ თავისებურებებს და მიიღონ პრიზები. 

ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა  და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში.