Date
ოთხშაბათი 24 ივნისი 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამ კვირაში ჩვენი დისკუსიის თემა იყო "როგორ უნდა დაეხმარონ უნივერსიტეტები აკადემიურ პესონალს?" 

ასეთმა მყისიერმა გადასვლამ ონლაინ სწავლებაზე ცხადად დაგვანახა გარკვეული "ჩავარდნა" პედაგოგების ზოგიერთ უნარებში. აქედან გამომდინარე, აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება (Continuing Professional Development (CPD) უნივერსიტეტებისთვის უმნიშვნელოვანეს ორიენტირად უნდა დარჩეს, რამდენადაც, მხოლოდ ასე შეიძლება მათ დაძლიონ დღევანდელი გამოწვევები და მოემზადონ მომავლისთვის. შემოგვიერთდით სესიაზე, სადაც განვიხილავთ აკადემიური პერსონალის პროფესიონალური განვითარების ონლაინ შესაძლებლობებს, იმ მეთოდებს, ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რომლებიც დღევანდელ გარემოში დაეხმარება მათ დროის სწორ მართვაში, ასევე იმაშიც, რომ ჰქონდეთ პირადი დაცულობის და კეთილდღეობის შეგრძნება.

კოვიდ-19-მა უდიდესი ზეგავლენა იქონია უნივერსიტეტებზე მთელს მსოფლიოში. უმაღლეს სასწავლებლებს სწრაფად უნდა მოეხდინათ რეაგირება პანდემიის მიერ შექმნილ რეალობაზე. ამ სესიაზე ჩვენ შევკრიბეთ სფეროს ექსპერტები და მათ აკადემიური პერსონალის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. 

მომხსნებლების შესახებ

პროფესორი ჰელენ ჰიგსონი,  ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (OBE DL) მფლობელი - ასტონის უნივერსიტეტის პრორექტორი და ვიცე კანცრელი განათლების მიმართულებით. ჰელენი არის უფროსი აკადემიური ოფიცერი და სათავეში უდგას უნივერსიტეტის აკადემიური სტრატეგიის განხორციელებას. ის არის სტიპენდიანტი პროგრამისა "National Teaching Fellow" (NTF). მისი ამჟამინდელი კვლევა მოიცავს კულტურათაშორის ტრენინგებს, დასაქმებისთვის აუცილებელ კომპეტენციებს და მრავალფეროვნებას.

პროფესორი ტრეისი ლაითფუთი - იორკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  PVC მიმართულებით. ტრეისი უზრუნველყოფს სწავლებაში ინოვაციის გამოყენების მიმართლების სტრატეგიულ დაგეგმვას, შემუშავებას და განხორციელებას, მათ შორის ალტერნატიულ განათლებას, ონლაინ სწავლებას, სტაჟირებას, მაგისტრატურას.

პროფესორი რიჩარდ ჯონ ლასთი- ნორვიჩის ხელოვნების უნივერსიტეტის ვიცეკანცლერი და აღმასრულებელი დირექტორი. ჯონი სწავლობდა სასექსის და ლიდსის უნივერსიტეტებში და მისი კარიერის 25 წელი სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებს უკავშირდება. ნორვიჩის ხელოვნების უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე იგი 2009 წელს დაინიშნა, ამჟამად ის არის ბრიტანეთის ხელოვნებისა და დიზაინის ორგანიზაციების ასოციაციის (United Kingdom Arts and Design Institutions Association (ukadia)) თავმჯდომარე, ეს ორგანიზაცია არის ბრიტანეთის სახელოვნებო და თეატრალური კოლეჯების და უნივერსიტეტების გაერთიანება.

პროფესორი მაია როგავა  - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი. მაია არის ზოგადი ინგლისურის და ინგლისური სპეციალური მიზნებისთვის (English for General and Specific Purposes (ESP) კურსების სერტიფიცირებული პედაგოგი, ასევე საერთაშორისო კვალიფიკაციის მასწავლებელი და მენტორი. მას აქვს ინგლისურის სწავლების  30 წელზე მეტი გამოცდილება, მათ შორის კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებზე. შემუშავებული აქვს მრავალი ESP პროგრამა. 

მოდერატორი საიმონ ეთერტონი - Future English პროგრამის რეგიონალური დირექტორი, ბრიტანეთის საბჭოში. იგი 30 წლის განმავლობაში ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბრიტანეთში, უკრაინაში, ინდოეთში, ომანში, ევროპასა და ა. შ.

კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.