Date
ოთხშაბათი 01 July 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამ კვირაში დისკუსიის თემა იყო "არის თუ არა საზღვარგარეთ სწავლა წარსულში დარჩენილი შესაძლებლობა?"

ბევრი უნივერსიტეტი უკვე სერიოზულად ფიქრობს ამ შემოდგომაზე სტუდენტების მიღების რეალურ შესაძლელობებზე, მათ შორის ბრიტანული უნივერსიტეტები, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებთან მიმართებაში. ვიდრე ვირუსი არსებობს და მგზავრობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოქმედებს, ბევრი კითხვა ჩნდება. 

  • სტუდენტებს ისევ ენდომებათ საზღვარგარეთ სწავლა?  
  • ქვეყნის შიგნით შეძლებენ სტუდენტები ერთი ადგილიდან მეორეზე უნივერსიტეტში სასწავლებლად გადასვლას?
  • როგორია სტუდენტთა მობილობის მომავალი?

ამ სესიაზე ჩვენ განვიხილეთ რა ზეგავლენას მოახდენს კოვიდ-19 სტუდენტების მობილობაზე მომავალში. მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს.

მომხსენებლების შესახებ                                                         

პროფესორი საიმონ მარგინსონი - უმაღლესი განათლების სფეროს პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, გლობალური უმაღლესი განათლების ცენტრის დირექტორი და უმაღლესი განათლების კვლევის ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ის უმაღლეს განათლებას იკვლევს გლობალური და საერთაშორისო მიმართულებით, ასევე უმაღლეს განათლებას აღმოსავლეთ აზიაში და უმაღლესი განათლების და სოციალურ უთანასწორობას. საიმონი ამზადებს მოხსენებებს და რეკომენდაციებს უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ალან მაკეი - ედინბურგ გლობალის საერთაშორისო მიმართულების დირექტორის მოადგილე და დირექტორი ედინბურგის უნივერსიტეტში. ალანი ხელმძღვანელობს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას და მუშაობს მაღალი რანგის ხელმძღვანელ პირებთან უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულების და პარტნიორობის ეფექტურ განხორციელებაზე. ის სათავეში უდგას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებს და გააჩნია უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.

კომილჯონ კარიმოვი - ვესტმისტერის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Westminster International University in Tashkent (WIUT)) რექტორი. იგი ადრე UNESCO-სა და UNICEF-ში მუშაობდა განათლების და ჯანდაცვის სფეროების გამოწვევების  დაძლევაზე. ბატონი კარიმოვი არის ტაშკენტის მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი.

ჯანეტ ილიევა -ორგანიზაციის "Education Insight" დირექტორი.  ჯანეტი ამ ორგანიზაციის დამაარსებელი და დირექტორია. Education Insight სპეციალიზდება უმაღლესი განათლების კვლევასა და საკონსულტაციო მომსხურებაზე. ჯანეტის კვლევის მთავარი ფოკუსი არის ეროვნული პოლიტიკის როლი უმაღლეს განათლებაში, სტუდენტების გლობალური მობილობა და ტრანსნაციონალური განათლება.

მოდერატორი მეთ დურნინი - კვლევისა და საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსი ბრიტანეთის საბჭოში. მეთი მუშაობს უმაღლესი განათლების ეკონომიკაზე, იგი ხელმძღვანელობს გლობალური ანალიტიკოსების გუნდს, რათა ბრიტანულ უნივერსიტეტებს მიაწოდოს მონაცემები, განახორციელოს კვლევა და ანალიზი, რის საფუძველზეც ეს ორგანიზაციები წარმატებას მიაღწევენ სწრაფად ზრდად საგანმანათლებლო ინდუსტრიაში.

კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.