Date
ოთხშაბათი 10 ივნისი 2020
ადგილმდებარეობა
იხილეთ ონლაინ სესიის ჩანაწერი

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის.

ამ კვირაში ჩვენი დისკუსიის თემა იყო "როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა სწავლების მაღალი ხარისხი დისტანციური სწავლების რეჟიმში?".

ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მხოლოდ "Zoom" ან "Microsoft Teams" პლატფორმებზე გადართვა როდია. სწავლების განხორციელების პლატფორმის შეცვლასთან ერთად უნივერსიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ ონლაინ სწავლების პედაგოგიკა, მეთოდიკა, მექანიზმები და მოდელები, რათა მაქსიმალურად ეფექტური გახადონ ვირტუალური სწავლების გარემო. 

როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა თავიანთი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მიერ მაღალი შედეგების მიღწევა სწავლების ახალი მოდელით? 

 ამ კითხვაზე პასუხი იხილეთ ჩვენი ინტერაქტიულ სესიის ჩანაწერში აქვე. 

მომხსენებლები

მოდერატორი აისენ გუვენი - განათლების დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის ბრიტანეთის საბჭოდან. აისენი თურქ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე თურქეთის უმაღლესი განათლების სექტორში როგორც ეროვნულ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.  

დუგლას ბლექსთოქ - ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი. იგი უძღვება ინგლისში და საერთოდ მთელს ბრიტანეთში არსებული ხარისხის უზრუნველყოფაზე მომუშავე წამყვანი სააგენტოების მიერ საგანმანათლებლო პოლიტიკის, რეგულაციების და ხარისხის სფეროს გაუმჯობესებას. დუგლასს და სააგენტოს დიდი წვლილი მიუძღვის სხვა პარტნიორებთან ერთად სწავლების ჩარჩოს "Teaching Excellence Framework" მოდელის შემუშავებაში.

პროფესორი დიანა ლორილარდი - წარმოადგენს ორგანიზაციას UCL Institute of Education. იგი მუშაობს კვლევით პროექტებზე, დაკავებულია სწავლების პროგრამების შემუშავებით და პროგრამული უზრუნველყოფით.

პროფესორი მუზაფერ ელმასი - არის თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საბჭოს პრეზიდენტი. სწორედ მისი მმართველობის დროს გახდა აღნიშნული საბჭო ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის სრულფასოვანი წევრი.

ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ირმა არის ხარისხის შიდა მართვის ექსპერტი. 2014-2019 წლებში ის იყო ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი. ირმა 2015 წლიდან  ​ჩართულია  Erasmus Plus პროგრამაში უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტად.

კვირაში ერთხელ, ყოველკვირეულად უმაღლესი განათლების სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. შემოგვიერთდით და შეიტყვეთ მეტი. ამ ვებინარებზე დასწრება უფასოა.