Date
ოთხშაბათი 15 July 2020

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში ვაწყობთ დიალოგების სერიას ბრიტანულ უნივერსიტეტებსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებს შორის, სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება.

რამდენადაც ეს ბოლო ვებინარი იყო ჩვენი დიალოგების სერიიდან, ჩვენ განვიხილეთ "შეიძინა თუ არა მეცნიერულმა კვლევამ დღეს უფრო მეტი მნიშვნელობა ვიდრე ოდესმე?". ჩვენ მოვიწვიეთ ორი  განსაკუთრებული სტუმარი. ნახეთ ვებინარი პირველ ბრიტანელ ასტრონავტთან ჰელენ შარმენთან და საყოველთაოდ ცნობილ, არა ერთი ჯილდოს მფლობელ მეცნიერების მაუწყებელთან ჯიმ ალ-ხალილთან.

პანდემიის დაწყებიდან საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების სფეროში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. მეცნიერთა მსოფლიო საზოგადოება გაერთიანდა კოვიდ-19-ის ტესტების და ვაქცინებისა თუ სამკურნალო საშუალებების შესაქმნელად, და ეს სულ მცირე დროში მოახერხა. ჩვენ სულ უფრო მეტ მეცნიერს ვხედავთ მედიის სხვადასხვა საშუალებებით, ვიდრე ოდესმე.

გაიზარდა მეცნიერების როლი და გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია პოსტ-კოვიდ პერიოდში?

მომხსენებლების შესახებ

ჰელენ შარმენი, წმინდა მიქაელის და წმინდა გიორგის, ასევე ბრიტანული იმპერიის ჯილდოს მფლობელი არის პიონერი კოსმონავტიკაში, ერთგვარი ეტალონი და შთამბეჭდავი მომხსენებელი. ის გახდა პირველი ბრიტანელი ასტონავტი 1991 წელს, როცა იგი კოსმოსურ ხომალდით "სოიუზ" კოსმოსურ სადგურ "მირზე" გაფრინდა. ამის შემდეგ ის გახდა მეცნიერების მაუწყებელი და კორპორაციული სპიკერი, დააჯილდოვეს რადიო და სატელევიზიო პროგრამების ჯილდოებით STEM-ზე გაკეთებული მოხსენებებისთვის, ასევე საუკეთესო გუნდური მუშაობისა და სიმტკიცისთვის.

ჯიმ ალ-ხალილი  ბრიტანეთის იმპერიის ჯილდოს მფლობელი და სამეფო საზოგადოების სტიპენდიანტი - არის ფიზიკოსი, ტელეწამყვანი და ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების მაუწყებელი ბრიტანეთში. მას დაწერილი აქვს 12 წიგნი პოპულარულ მეცნიერებაზე, მისი პირველი რომანი და ამ წიგნებიდან რამოდენიმე მსოფლიოს 26 ენაზეა თარგმნილი. იგი მუდმივად არის სამეცნიერო დოკუმენტური სატელევიზიო და რადიო პროგრამების წამყვანი. მისი ბოლო წიგნი "სამყარო ფიზიკის თანახმად" წელს დაიბეჭდა "Princeton University Press" გამომცემლობის მიერ.

სესიის მოდერატორია სამერ შა - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი აზერბაიჯანში, რომელიც ამავდროულად არის ბრიტანეთის საელჩოს კულტურის ატაშე ბაქოში. სამერი არის უმაღლესი განათლების პროგრამის რეგიონალური დირექტორი და უძღვება რეგიონის ქვეყნებში განათლების მხარდაჭერისადმი მიმართულ  აქტივობებს, მათ შორის ბრიტანელი ექსპერტების მოწვევას და  ბრიტანული გამოცდილების გაზიარებას.