Abstract Poetry
Abstract Poetry
Date
სამშაბათი 09 სექტემბერი 2014 00:00ორშაბათი 15 სექტემბერი 2014 00:00
ადგილმდებარეობა
მწერალთა სახლი, თბილისი

პროექტს ერთობლივად ახორციელებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ორგანიზაცია Literature Across Frontiers, მწერალთა სახლი,  ბრიტანეთის საბჭო.

პროექტის ფარგლებში პოეტები თარგმნიან პოეტებს და ამავდროულად სიღრმისეულად ეცნობიან ერთმანეთის პოეტურ ტრადიციებსა თუ თანამედროვე პოეზიის ნიმუშებს. ეს შესაძლებელი გახდა კულტურის სფეროში მოღვაწე ბრიტანულ და ქართულ  ინსტიტუტებს შორის უნიკალური პარტიორობის შედეგად.

ვორქშოფში, რომლის მიზანია საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის   და თანამედროვე ქართული პოეზიის თარგმნის ხელშეწყობა, მონაწილეობენ  ქართველი და  ბრიტანელი პოეტები. ბრიტანელი პოეტები იმუშავებენ ექვსი ქართველი პოეტის როგორც  არსებულ, ისე საგანგებოდ პროექტისთვის შესრულებულ ბწკარედულ თარგმანებზე.

შერჩეული ლექსების ინგლისური ვერსიები  შევა ანთოლოგიაში სახელწოდებით ,,ექვსი ქართველი პოეტი,’’ რომელსაც 2015 წელს გამოსცემს ბრიტანული გამომცემლობა „Arc Publications.“

სტივენ უოტსი, ადამ სმარტი (პოეტები / მთარგმნელები), ალექსანდრა ბიულერი (LAF-ის დირექტორი, ანთოლოგიის სერიის რედაქტორი, მთარგმნელი), ანჯელა ჟარმანი (რედაქტორი, Arc Publications), ნია დევისი (პოეტი, LAF - ის კომუნიკაციის მენეჯერი) და  ქართველი პოეტები - რატი ამაღლობელი, შოთა იათაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ლელა სამნიაშვილი და მაია სარიშვილი ჩაერთვებიან სამუშაო დისკუსიაში.  ანთოლოგიისთვის სათარგმნად ასევეა შერჩეული ირაკლი ჩარკვიანის ლექსები.

ვორქშოფის მსვლელობისას მომზადდება ფოტოები, ვიდეო ფილმები და ინტერვიუები ვორქშოფის მონაწილეებთან და რედაქტორებთან. ეს მასალა განთავსდება  როგორც LAF - ის ვებ-გვერდზე, ისე  პარტნიორი ორგანიზაციების ფეისბუქის გვერდებზე.

ვორქშოფს დაასრულებს პოეზიით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა, რომელზეც თარგმანების კითხვისა  და დისკუსიის ფორმატში განხილული იქნება ლექსების თარგმნით მიღებული ესთეტიური სიამოვნება და  ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.