აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო აცხადებენ ერთობლივ პროგრამას რომლის მიზანია კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში.
პროგრამის მიზანია კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, აჭარის რეგიონში კულტურის მენეჯმენტისა და კულტურის დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით აჭარის რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მაგისტრატურაში სასწავლებლდ ყოველწლიურად გაემგზავრება ორი სტუდენტი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის, ვადებისა და აპლიკაციების შემოტანის შესახებ გთხოვთ იხილოთ აქვე